Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა ზაპოროჟიეზე რუსეთის ავიადარტყმას


ზაპოროჟიეზე რუსეთის ავიადარტყმით დანგრეული ბინები მრავალსართულიან სახლში. 2025 წლის 22 აპრილი
ზაპოროჟიეზე რუსეთის ავიადარტყმით დანგრეული ბინები მრავალსართულიან სახლში. 2025 წლის 22 აპრილი

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად.

მართვადი საავიაციო ბომბებით შეტევის საფრთხის გამო ზაპოროჟიეს ოლქში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დღის პირველის ნახევრისთვის გამოცხადდა. ცოტა ხანში აფეთქებები მოხდა.

საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, ქალაქ ზაპოროჟიეში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი. ფიოდოროვის ცნობით, დაჭრილებს შორის ორი ბავშვია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG