Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაშურში საქალაქთაშორისო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა


ოზურგეთი-თბილისის რეისი
ოზურგეთი-თბილისის რეისი

ოზურგეთიდან თბილისში მიმავალი სამგზავრო მატარებლის ვაგონში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.

„ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ ერთ-ერთ ვაგონს ცეცხლი უკიდია, თუმცა რკინიგზაში ამბობენ, რომ ეს „დაკვამლიანებაა“.

მგზავრთა ევაკუაცია ხაშურში მოხდა. რკინიგზის ცნობით, არავინ დაშავებულა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG