თორნიკე სხვიტარიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის „მონის“ დაძახებას. ქავთარაძე საბა სხვიტარიძის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი - ბრალდებულს რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება.
დამსწრე პირების გაღიზიანება სხდომათა დარბაზში პოლიციის თანამშრომლების ყოფნამ გამოიწვია მაშინ, როცა მათ შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ხალხის მასა მანდატურის თანამშრომლებს მიაწვა და ასე გადაინაცვლა სხდომათა დარბაზისკენ.
როგორც წესი, მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, სხდომიდან სხდომამდე დარბაზს დამსწრეებისგან ათავისუფლებენ - ეს ამ შემთხვევაში არ მომხდარა.
დაპირისპირების დროს დაზიანდა სხდომათა დარბაზის ინფრასტრუქტურა - ტრიბუნა და გამყოფი მოაჯირი დამსწრე პირებისთვის.
დაპირისპირების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ სამმა თანამშრომელმა, რომელთა გამოც გამოხატეს დამსწრეებმა პრეტენზია, სხდომათა დარბაზი დატოვა. მოსამართლემ სხდომის დიდ დარბაზში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ფორუმი