აქტივისტები, რომლებიც ღაზაში გამგზავრებას გეგმავდნენ, აცხადებენ, რომ მათ გემს მალტის სანაპიროსთან, საერთაშორისო წყლებში დრონებით დაესხნენ თავს. ისინი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებენ.
„თავისუფლების ფლოტილიის კოალიციამ“ განაცხადა, რომ მისი გემი პარასკევს დილით დაიბომბა და თავდასხმისთანავე SOS სიგნალი გაუშვა.
BBC წერს, რომ გაეცნო განგაშის სიგნალის ჩანაწერს, რომელიც ახლომდებარე ნავთობის ტანკერის ეკიპაჟის წევრმა ჩაწერა. ჩანაწერში ისმის ხმა გემის კაპიტნისა, რომელიც დრონებით თავდასხმებსა და გემზე გაჩენილ ხანძარზე ლაპარაკობს.
მალტის მთავრობის თანახმად, გემზე მყოფი ყველა პირი უვნებელია და გემზე ხანძარი „კონტროლს დაექვემდებარა“.
"თავისუფლების ფლოტილიის კოალიციამ" განაცხადა, რომ რამდენიმე პირი, მათ შორის კლიმატის აქტივისტი გრეტა თუნბერგი, ღაზაში ჩასვლას გეგმავდა, რათა გაეპროტესტებინათ „ისრაელის უკანონო ალყა და ბლოკადა“.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი თავდასხმის შესახებ ინფორმაციას იძიებენ.
ფორუმი