Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევი 9 მაისს მოსკოვში აღარ ჩავა


ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს არ დაესწრება. მან ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ონლაინგამოცემა Life-ის ჟურნალისტ ალექსანდრ იუნაშევს განუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა:

„ასე აგვიხსნეს, რომ მან მონაწილეობა უნდა მიიღოს ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილ შიდა ღონისძიებებში".

იგივე Life წერს, რომ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს არც ლაოსის ლიდერი, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა ვიზიტი, თუმცა კორონავირუსით დაინფიცირდა და ლაოსი საგარეო საქმეთა მინისტრის დონზე იქნება წარმოდგენილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG