Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ტრამპთან საუბრის შემდეგ: რუსეთი მზად არის, იმუშაოს უკრაინასთან შესაძლო მომავალი სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმზე


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთი მზად არის, იმუშაოს უკრაინასთან მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მემორანდუმზე, რომელიც შესაძლოა მათ შორის მოიცავდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხებსა და კონფლიქტის მოგვარების პრინციპებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შეჯამებისას.

პუტინისავე განცხადებით, მისი და ტრამპის სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა:"უნდა აღვნიშნო, რომ ეს საუბარი იყო ძალიან შინაარსიანი და ერთობ გულახდილი და მთლიანობაში, ჩემი აზრით, ერთობ სასარგებლო".

პუტინი აცხადებს, რომ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, "აშშ-ის მიერ სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების თაობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების მხარდაჭერისთვის - იმ მოლაპარაკებების განახლებისა, რომლებიც შეწყდა უკრაინის მხარის მიერ ჯერ კიდევ 2022 წელს".

პუტინი აგრეთვე აცხადებს: "აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის, ზავის თაობაზე და ჩემი მხრივ აღვნიშნე, რომ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებას ემხრობა რუსეთიც. ჩვენ უბრალოდ უნდა განვსაზღვროთ მშვიდობისკენ სავალი მეტ-ნაკლებად ეფექტიანი გზები".

მის კომენტარს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასსი" ავრცელებს:

„რუსეთი შესთავაზებს და მზად არის, იმუშაოს უკრაინასთან მემორანდუმზე შესაძლო მომავალი სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რიგი პოზიციების განსაზღვრით - ისეთებისა, როგორებიცაა, მაგალითად, მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების ვადები და ა.შ., შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG