Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი


სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.

10-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა იპოვეს თბილისში, მდინარე მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი 14 მაისს გადავარდა. ავტომანქანაში მყოფი ოთხი ადამიანიდან ერთმა გადმოსვლა მოასწრო და მაშველების დახმარებით მდინარიდან ამოვიდა. ორის ცხედარი მეორე დღეს, 15 მაისს იპოვეს. იმავე დღეს ამოიტანეს მდინარის ფსკერიდან ავტომობილიც.

პოლიციამ 14 მაისს დააკავა 23 წლის კაცი, რომელიც შსს-ს ცნობით, ავტომობილით დაეჯახა სხვა ავტომობილს, რომელიც მტკვარში გადავარდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს მაშველებმა იპოვეს 1 აპრილს გაუჩინარებული, 21 წლის აითაჯ მამედოვას ცხედარი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG