Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა


პოლიციელები ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლასთან, სადაც 10 ივნისს სროლა იყო
პოლიციელები ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლასთან, სადაც 10 ივნისს სროლა იყო

ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე მოკლულის შესახებ იუწყება.

ავსტრიის მედიასაშუალებების ცნობით, მოკლულია, სულ მცირე, 8 ადამიანი. არიან დაჭრილები.

თავდასხმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი პოლიცია ამ ეტაპზე მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გრაცის იმ ქუჩაზე, სადაც სკოლა მდებარეობს, ოპერაცია და ევაკუაცია მიმდინარეობს.

ავსტრიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე გრაცი ვენის შემდეგ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია.

განახლება: პოლიციამ განაცხადა, რომ ოპერაცია დასრულებულია და საფრთხე აღარ არსებობს. ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა(ORF) პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ სკოლაში სროლა დაიწყო ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა.

გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლემ, რომელიც თავს ბულინგის მსხვერპლად მიიჩნევდა, ცეცხლი ორ კლასში გახსნა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი სკოლის ტუალეტში იპოვეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG