Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეგრამის არხები: მოსკოვი-ბათუმის რეისზე თვითმფრინავს ძრავას ხუფი მოსძვრა


ლაინერ Superjet-100-ის ძრავა
ლაინერ Superjet-100-ის ძრავა

ლაინერს Superjet-100-ს, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა აფრენისას მარჯვენა ძრავას ხუფი მოსძვრა.

რუსული მედიის, მათ შორის ტელეგრამ-არხ 112-ის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

იუწყებიან, რომ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც "ლურჯი" კოდი გამოცხადდა - საავიაციო შემთხვევა ჰაერში, რასაც ავარიული დაშვება მოჰყვა.

„თვითმფრინავი, რომელმაც საწვავი მოსაცდელ ზონაში ამოწურა, განგაშის ამოქმედებიდან ერთი საათის შემდეგ უსაფრთხოდ დაეშვა და დამოუკიდებლად გაემართა ავტოსადგომზე. ძრავას ხუფის ფრაგმენტებს ასაფრენ ბილიკზე მიაგნეს “, - წერს გამოცემა "Авиаторщина"

მოგვიანებით მოსკოვი-ბათუმის რეისი სხვა თვითმფრინავით შესრულდა.

რამდენიმე დღის წინ კი ავიაკომპანია "აზიმუტის" რეისი, თითქმის ერთი დღე-ღამის დაგვიანებით შესრულდა, თბილისში გამოფრენა მოსკოვის დროით 11 ივნისს 23:45 წუთზე იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმეჯერ გადაიდო. ტელეგრამის არხის Baza-ს თანახმად, შემდგომში აეროპორტის მუშაობა შეიზღუდა უსაფრთხოების გამო.

"მგზავრები უკვე ისხდნენ თვითმფრინავში, აფრინდა კიდეც, თუმცა ყოველ ჯერზე დაშვებას აიძულებდნენ, საბოლოოდ მგზავრებმა თვითმფრინავის დატოვებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ისინი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს, ამის შემდეგ მგზავრთა ნაწილი საქართველოში სხვა ავიაკომპანიის რეისებით გაემგზავრა", - წერს რუსული მედია.

მანამდე არაერთხელ გავრცლედა ინფორმაცია რუსული ავიკომოპანიების ტექნიკური პრობლემების შესახებ, მათ შორის, იმ ავიაკომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ.



ფორუმი

XS
SM
MD
LG