Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი გერმანიასთან საზღვარზე ნაწილობრივი კონტროლის დაწესებას, ზოგიერთი ქვეყნისთვის და საქართველოსთვისაც უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას აპირებს


მიმდინარე ზაფხულს პოლონეთი, სავარაუდოდ, აპირებს ნაწილობრივი კონტროლი დააწესოს გერმანიასთან საზღვარზე, თუკი გაგრძელდება მიგრანტების რაოდენობის ზრდა. ამის შესახებ პოლონელ კანონმდებლებს პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განუცხადა.

ტუსკის ლიბერალურ მთავრობას ნაციონალისტური ოპოზიცია ბრალს სდებს იმაში, რომ ის გერმანიის მიერ ევროკავშირის წესების შესაბამისად უკან გამობრუნებულ ბევრ არალეგალურ მიგრანტს იღებს. მთავრობა აცხადებს, რომ ასეთი მიგრანტების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია.

ტუსკმა აღნიშნა, რომ გერმანიიდან უკან გამობრუნებული მიგრანტების თითოეული ჯგუფი საგულდაგულოდ შემოწმდება:

„თუკი ვითარება საზღვარზე გაუარესდება... უკან არ დავიხევ გადაწყვეტილების მიღებისგან და დავაწესებ დროებით კონტროლს. როგორც ჩანს, ამ ზაფხულს დავაწესებთ ნაწილობრივ კონტროლს გერმანიასთან საზღვარზე“.

„ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს პოლონეთის მომავლისთვის, ჩვენი ცივილიზაციის მომავლისთვის არალეგალური მიგრაცია“, - უთხრა ტუსკმა პარლამენტარებს.

ტუსკმა აგრეთვე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ზოგიერთ ქვეყანასთან, რომლის მოქალაქეებიც დაკავშირებული არიან პოლონეთში დანაშაულებრივ შემთხვევებთან, მაგალითად, საქართველოსთან.

პოლონეთი აცხადებს, რომ 2021 წლიდან ის ბელარუსისა და რუსეთის მიერ წახალისებულ მიგრანტთა კრიზისის წინაშე დგას. ორივე ქვეყანა უარყოფს ბრალდებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG