Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ საჰაერო იერიში მიიტანა ელაბუგაზე, სადაც რუსეთი დრონებს აწარმოებს


უკრაინული დრონების იერიში რუსეთის თათრების რესპუბლიკის ქალაქ ელაბუგაში მდებარე დრონების ქარხანაზე
უკრაინული დრონების იერიში რუსეთის თათრების რესპუბლიკის ქალაქ ელაბუგაში მდებარე დრონების ქარხანაზე

15 ივნისს უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ელაბუგაზე. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ Telegram არხებზე გავრცელდა. კერძოდ, Baza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 კი დაშავდა.

თათრეთის ხელმძღვანელმა, რუსტემ მინიხანოვმა, ეს ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, ერთი მუშა დაიღუპა, ხოლო 13 დაშავებულიდან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც მინიხანოვმა დაწერა, „ლიკვიდაციისას შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ელაბუგის რაიონში მდებარე საავტომობილო ქარხნის საკონტროლო-გამშვები პუნქტის შენობას დაეცა“.

Mediazona-ს ცნობით, ნამსხვრევების დაცემის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა Aurus-ისა და Sollers-ის საავტომობილო ქარხნების ტერიტორიაზე. თავდასხმის ფონზე, "როსავიაციამ" შეზღუდვები დაუწესა ყაზანის, ნიჟნეკამსკისა და იჟევსკის აეროპორტებს.

ელაბუგაში მდებარეობს სპეციალური ეკონომიკური ზონა. ბევრ სხვა რამესთან ერთად, ამ ზონაში იწარმოება დრონები, რომლებსაც რუსეთის არმია ყოველ ღამე იყენებს უკრაინაზე თავდასხმებისთვის. ეს ობიექტი აქამდეც არაერთხელ გამხდარა უკრაინული დრონების სამიზნე.

უკრაინელ სამხედროებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ელაბუგაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ქალაქი უკრაინიდან ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG