Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეს საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და სხვა 7 ქალაქში  


საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიის წინ. თბილისი. 2025 წ. 15 ივნისი
საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიის წინ. თბილისი. 2025 წ. 15 ივნისი

უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეს თბილისსა და საქართველოს 7 ქალაქში საპროტესტო აქცია-მსვლელობები იმართება. ორგანიზატორები ხელისუფლების გადადგომას, "მიტაცებული ძალაუფლების" დათმობას და "რეჟიმის ტყვეების" გათავისუფლებას მოითხოვენ.

18:00 საათზე დევიზით „ხალხი წყვეტს!“ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ მთავრობის კანცელარიასთან.

"200 დღე გავიდა! ეს დრო იმის დასტურია, რომ ხელისუფლება ვერ გატეხს ხალხის ნებას. რეჟიმი ძლიერი არ არის - ის უბრალოდ გვაჯერებს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უიმედოა. სიმტკიცით, სტრატეგიით და ორგანიზებულობით შესაძლებელია რეჟიმის ჩამოშლა. თუმცა გამარჯვებისთვის გეგმასთან ერთად აუცილებელია საზოგადოების მოქმედება, რომელსაც სჯერა ცვლილების. გამოდი და თქვი - წყვეტს! მოვითხოვთ არალეგიტიმური მთავრობის დაუყოვნებელ გადადგომას! "პარლამენტმა" და "მთავრობამ" დათმოს მიტაცებული ძალაუფლება! გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!" — ნათქვამია ორგანიზატორების მერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპროტესტო აქციები იმართება:

  • თბილისში

დროშების მარში - რესპუბლიკის მოედნიდან

პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

"პროტესტის ხმა: თავისუფლებამდე რუსთაველით" — პირველ სკოლასთან

აქცია პარლამენტთან

  • გორში

გორის საკრებულოს წინ - „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“

  • ახალციხეში

აქცია შოთა რუსთაველის ძეგლთან.

  • ბათუმში

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან: „სამშობლოს სამსახურში!“

  • ზუგდიდში

აქცია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - სამხარეო ადმინისტრაციის წინ.

  • თელავში

უწყვეტი პროტესტი თელავში - მერიის შენობის წინ.

  • ქუთაისში

აქცია ქუთაისის მერიის წინ - „კი ევროპას, არა რუსეთს!“

  • ჩხოროწყუში

აქცია ჩხოროწყუს მერიის წინ - „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“

ფორუმი

XS
SM
MD
LG