Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დაიბრუნა კიდევ 1245 დაღუპულის ცხედრები


რუსეთის მიერ უკრაინისთვის ცხედრების გადაცემის პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის კომიტეტი“
რუსეთის მიერ უკრაინისთვის ცხედრების გადაცემის პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის კომიტეტი“

უკრაინამ დაიბრუნა რუსეთთან საომარი მოქმედებებისას დაღუპული კიდევ 1245 ადამიანის ცხედრები.

სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბის მიერ დღეს, 16 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსული მხარის მტკიცებით, ეს ცხედრები უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისაა. უკრაინაში ექსპერტიზა ჩატარდება.

საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, რუსეთთან სტამბოლში მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ეს პროცესი დასრულებულია და უკრაინამ საერთო ჯამში, 6057 ცხედარი მიიღო.

პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის კომიტეტი“.

უკრაინა და რუსეთი დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე (6000/6000) 2 ივნისს სტამბოლში, მოლაპარაკების მეორე რაუნდზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ტყვეთა გაცვლასაც ითვალისწინებს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ, რომელიც სტამბოლში მოსკოვის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, დღეს, 16 ივნისს ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რუსეთმა პირობა შეასრულა და უკრაინას გადასცა 6060 დაღუპული ჯარისკაცის და ოფიცრის ცხედრები, უკრაინული მხარისგან კი 78 მიიღო.

მედინსკის თანახმად, გრძელდება ტყვეთა გაცვლაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG