ინციდენტი, რომლის შესახებაც 17 ივნისს დაწერა გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა 26 მაისს მოხდა, ვლადივოსტოკის ცენტრში.
გამოცემის ინფორმაციით, დილით სასეირნოდ გასული დიპლომატი ქალის მახლობლად გაჩერდა ავტომობილი, საიდანაც ორი მამაკაცი გადმოვიდა, ქალს ჯერ დაემუქრნენ, შემდეგ კი სცემეს.
გერმანული გამოცემის დიპლომატიური წყაროები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ.
Der Spiegel-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელსაც თავს დაესხნენ რუმინელია. ამ ქვეყნის მთავრობამ კომენტარზე უარი თქვა. ინციდენტი დაადასტურა ევროკომისიამ, რომელმაც გამოძიება დაიწყო. ბრიუსელში განმარტებისთვის დაიბარეს რუსეთის წამომადგენელი.
ფორუმი