თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით „ბოკო ჰარამის“ და მისი განშტოების, „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინციის“ ისლამისტი მებრძოლები მოქმედებენ.
ნიგერიის ადგილობრივმა ჯიჰადისტმა დაჯგუფებამ „ბოკო ჰარამმა“ 2009 წელს დაიწყო ბრძოლა დასავლური განათლების წინააღმდეგ და ისლამური კანონის რადიკალური ვერსიის დასამკვიდრებლად. კონფლიქტი ნიგერიის ჩრდილოელ მეზობლებზეც გავრცელდა.
გაეროს მონაცემებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში დაახლოებით 35 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 მილიონზე მეტს იძულებით მოუწია სახლის დატოვება.
პრეზიდენტ ბოლა ტინუბუს ადმინისტრაცია ნიგერიას უსაფრთხოების მხრივ ვითარების გამოსწორებას დაჰპირდა, მაგრამ ძალადობა კვლავ გრძელდება.
ფორუმი