Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კვლავ დავაყენებ სანქციების საკითხს" - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ


კაია კალასი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
კაია კალასი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ივნისის შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს მდგომარეობასაც განიხილავენ.

მსჯელობის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მხრივ მდგომარეობის გაუარესების ფონზე ევროკავშირის მხრიდან უფრო ქმედითი ღონისძიებების შემუშავება.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არსებული თანხმობით, საქართველოში ვითარება გასულ წლის ივნისსა და დეკემბერთან შედარებით, როცა ამავე ფორმატში განიხილებოდა აქ არსებული მდგომარეობა, მკვეთრად გაუარესებულია. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანიც არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის დასჯა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუარესება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება და საჯარო მოხელეების დევნა/სამსახურიდან გათავისუფლება ევროატლანტიკური კურსის ერთგულების გამო არის ის ძირითადი ფაქტორები, რის გამოც საქართველოში მდგომარეობა დამძიმებულად მიიჩნევა და რაზე პასუხადაც ლიეტუვის ინიციატივით, ევროპულმა გაერთიანებამ შესაბამისი მექანიზმები უნდა შეიმუშაოს.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა 6-პუნქტიანი გეგმის სამუშაო ვერსია, სადაც საუბარია ევროკავშირის მხრიდან "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასთან ყველა სახის პოლიტიკური ურთიერთობის შეწყვეტაზე, ევროკავშირის საქართველოს დასახმარებლად განკუთვნილი პროექტების, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გრანტებითა და სესხებით დაფინანსებული პროექტების შეწყვეტაზე და, დამატებითი შემზღუდველი კანონმდებლობის პირობებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტების შედგენაზე. აქვე საუბარია იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ქმედითი მექანიზმების შემუშავება, მათ შორის სავიზო შეზღუდვები.

მინისტრების შეკრებამდე მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა თქვა, რომ მთავარი თემები, რაზეც დღეს იმსჯელებენ ირან-ისრაელის კონფლიქტი და უკრაინაში მიმდინარე ომია, თუმცა რადგან "საქართველო სწორ გზაზე არ მიდის", ისიც იქნება განხილვის საგანი.

"[საქართველოში] ვითარება უარესდება და ამიტომ, კვლავ დავაყენებ სანქციების საკითხს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას და არღვევენ ადამიანის უფლებებს საქართველოში. ჩვენ ასევე განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, რადგან საქართველო სწორ გზაზე არ მიდის. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ჩვენ დღეს დეტალურად არ განვიხილავთ, მაგრამ, დიახ, ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია“, - უთხრა მან ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კაისტუტის ბუდრისმაც. სწორედ ლიეტუვაა ამ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატორი და 6-პუნქტიანი გეგმის ავტორი, რომელთა შორის არის სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებითი მხარდაჭერის ინსტრუმენტების შემუშავება და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მეტი წნეხის შექმნა.

"ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება და ახლა სწორი დროა ამის გასაკეთებლად", - თქვა მან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG