ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს ირანიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის დროს მხარდაჭერისთვის.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები და შეთანხმდნენ, რომ სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომას ჩაატარებენ ბაქოში, რაც შეიძლება მალე.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მიერ მისი ქვეყნისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში 50-ზე მეტი აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანი დააკავეს. ორი მათგანი დაიღუპა, კიდევ ორი მძიმედ დაშავდა რეიდის დროს. ბაქომ მოითხოვა დამნაშავეების დასჯა და გააუქმა აზერბაიჯანში რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ დაგეგმილი ყველა ერთობლივი კულტურული ღონისძიება.
30 ივნისს ბაქოში აზერბაიჯანის პოლიციამ რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტული მედიასაშუალება „სპუტნიკის“ აზერბაიჯანული სამსახურის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა, 1 ივლისს კი აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა „ორი კრიმინალური დაჯგუფება“, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების მიერ იყო დაკომპლექტებული. დაკავებულებს ბრალად ედებათ „ტრეფიკინგი და ირანიდან ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა, ასევე კიბერდანაშაული“.
ფორუმი