Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (02/07/2025)

რა ხდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 📝 სასამართლოდან სიახლეებს ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი გვაცნობს

12:43 2.7.2025

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ნიშნავს ადამიანის გარეგნული მახასიათებლების (მათ შორის სხეულის აღნაგობის, ქცევისა და იდენტიფიცირების ნიშნების) ექსპერტულ შეფასებას. ეს შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგალითად, კრიმინალისტიკაში ვიდეოჩანაწერიდან ან ფოტოსურათებიდან პიროვნების იდენტიფიკაციისას.

12:40 2.7.2025

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გადაწყვიტა ნახევარი საათი მისცეს ადვოკატებს შუამდგომლობის გასაცნობად. შესვენების შემდეგ სხდომა განახლდება.

12:39 2.7.2025

ადვოკატების თქმით, პროკურორების ამ ახალი შუამდგომლობის[ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები - რ.თ.] გაცნობა ვერ მოასწრეს, რადგან ბევრი დოკუმენტი იყო. ამასთან, გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, ბრალდების მხარისგან ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი მიიღეს. შესაბამისად, სასამართლოსგან მოითხოვენ, მიეცეთ უფლება - დაცვის მხარის პოზიცია არა დღეს, არამედ ხვალინდელ სხდომაზე დააფიქსირონ.

ასეთი წესია, როცა რომელიმე მხარე აყენებს შუამდგომლობას, ანუ რაიმე მოთხოვნას, მას მეორე მხარემ უნდა უპასუხოს. სხვა შემთხვევაში შუამდგომლობა განხილულად ვერ ჩაითვლება.

პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი არ ეთანხმება:
„ჩვენი შუამდგომლობა ერთი გვერდით... არ სჭირდება ერთი დღე ამის გაცნობას. დაცვის მხარისთვის კარგადაა ცნობილი, რის წაკითხვას ვაპირებდით დღეს, ჰქონდათ კომუნიკაცია და ჩვენ განვუცხადეთ. ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულად ჩაშლის დღევანდელ სხდომას“.

როგორც ჩანს, პროკურორებს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევა დღევანდელ სხდომაზე სურთ.

ვაჟა თოდუა ამბობს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბრალდების მხარე ამ მტკიცებულებების დღეს გამოკვლევას გეგმავდა.

განმარტება: პროკურორები შუამდგომლობით ითხოვენ ექსპერტიზის დასკვნების საქმეზე დართვას და დღეს გამოკვლევას. შუამდგომლობა ცალკე დოკუმენტია, რომელსაც მხარეები შუამდგომლობის დაყენებამდე ცვლიან. დაცვის მხარეს შუამდგომლობა დღეს ჩაბარდა, თუმცა დასკვნები გუშინ. ახლა ადვოკატები ამბობენ, რომ შუამდგომლობის გაცნობა ვერ მოასწრეს, შესაბამისად დღეს პასუხს ვერ დააბრუნებენ, ეთანხმებიან თუ არა ექსპერტიზის დასკვნების საქმეზე დართვას და ექსპერტი მოწმეების დასაკითხ სიას.

12:28 2.7.2025

პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას ითხოვს. ეს მტკიცებულებები ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებია, რომელთა პასუხებიც ბრალდების მხარემ 2025 წლის 27 ივნისს მიიღო. ამავე შუამდგომლობით პროკურორები მოითხოვენ მოწმეთა სიას ის ექსპერტებიც დაემატნონ, რომლებმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარეს და შესაბამისი დასკვნაც მოამზადეს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG