Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონ დერ ლაიენს და ევროკომისიას შეიძლება უნდობლობის ვოტუმი დაემუქროს


ევროკომისიის პრეზიდენტb ურზულა ფონ დერ ლაიენი. ბრიუსელი. 4 ივნისი. 2025 წელი
ევროკომისიის პრეზიდენტb ურზულა ფონ დერ ლაიენი. ბრიუსელი. 4 ივნისი. 2025 წელი

ევროპარლამენტმა შეიძლება კენჭი უყაროს ევროკომისიის და მის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის მიმართ უნდობლობის ვოტუმს.

DPA-ს ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ საპარლამენტო ჯგუფების თავმჯდომარეებს მოვლენების განვითარების შესახებ 2 ივლისს საღამოს აცნობა.

უნდობლობის გამოცხადების საკითხი რუმინელმა მემარჯვენე ევროპარლამენტარმა გეორგე პიპერეამ წამოაყენა.

ინიციატივის თანახმად, კომისიას გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ, განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს.

სტრასბურგში, საფრანგეთში, მომავალ კვირას დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე განსახილველად და კენჭისსაყრელად, წინადადებას სჭირდება ევროკავშირის კანონმდებლების ერთი მეათედის, ანუ სულ მცირე, 72 დეპუტატის მხარდაჭერა.

თუ ვოტუმი დამტკიცდება, კომისიას, მის პრეზიდენტთან და ევროკავშირის 26 კომისართან ერთად, სრული შემადგენლობით მოუწევს თანამდებობის დატოვება.

თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამისთვის საჭირო იქნება ორმაგი უმრავლესობა, მიცემული ხმების ორი მესამედი - 720-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG