Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს


საილუსტრაციო ფოტო. კიევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო 23 ივნისსაც
საილუსტრაციო ფოტო. კიევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო 23 ივნისსაც

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე მასირებული შეტევა მიიტანეს ჯერ უპილოტო საფრენი აპარატებით, შემდეგ კი რაკეტებით.

4 ივლისის დილის ექვსი საათისთვის ცნობილია, რომ კიევში დაშავდა 14 ადამიანი, რომელთაგან 12-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იუწყება.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის ექვს რაიონში დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ბუჩის და ფასტოვის რაიონებში დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები.

რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა 3 ივლისის ღამიდან დაიწყო. კიევსა და კიევის ოლქში გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG