Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ჯარების მორიგ მასირებულ შეტევას


რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად კიევის შევჩენკოს რაიონში ნაწილობრივ დანგრეული სახლი. 2025 წლის 10 ივლისი
რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად კიევის შევჩენკოს რაიონში ნაწილობრივ დანგრეული სახლი. 2025 წლის 10 ივლისი

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის ჯარების მასირებული კომბინირებული შეტევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.

ინფორმაცია 2 დაღუპულის შესახებ ტელეგრამით გაავრცელა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თანახმად, დილის 8 საათისთვის ცნობილია, რომ 16 დაშავებულიდან 10-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

რუსეთის ჯარებმა კიევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყეს.

უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.

განახლება: კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქის პოდოლსკის რაიონში პრაქტიკულად, სრულად განადგურებულია პირველადი სამედიცინო დახმარების ამბულატორია.

ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა კიევზე იერიში რამდენჯერმე მიიტანეს. მათ შორის 4 ივლისს რაკეტებითა და დრონებით მასირებული კომბინირებული შეტევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG