„ვფიქრობ, ეს ახალი და განსხვავებული მიდგომაა, - უთხრა რუბიომ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ. - ამას მშვიდობის გარანტიას არ დავარქმევდი, მაგრამ ეს არის კონცეფცია, რომელსაც დღეს პრეზიდენტს გადავცემ“. დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.
რუბიომ დასძინა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „იმედგაცრუებულია იმით, რომ რუსეთის მხარემ მეტი მოქნილობა არ გამოიჩინა“ კონფლიქტის დასასრულებლად.
რუბიოსა და ლავროვის მოლაპარაკებები კუალა-ლუმპურში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ყოველწლიური რეგიონული ფორუმის ფარგლებში ჩატარდა. ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრების მეორე შეხვედრა, რომელიც რუბიოს მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ჩატარდა, თუმცა მათ რამდენჯერმე ტელეფონითაც ისაუბრეს.
ფორუმი