ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე: ხომ დამიდასტურებთ, რომ რობოკოპების მხრიდან გადაღებული ვიდეოა, რადგან მოქალაქეები ჩანან.
მოწმე: კი ვადასტურებ.
ადვოკატი: იმასაც ხომ დამიდასტურებთ, რომ გესმოდათ როგორ უხამს სიტყვებს იყენებდნენ რობოკოპები?
[პროკურატურა აპროტესტებს, მოსამართლე ადვოკატს ეუბნება დასვას კითხვა]
ადვოკატი: ახლა ხომ მოისმინეთ რობოკოპის მხრიდან გინება?
მოწმე: კი ვადასტურებ
ბრალდებული ზვიად ცეცხლაძე რთავს ვიდეოს, რომელიც გადაღებულია პარლამენტის უკან. ეს კადრები ონისე ცხადაძის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებებში დევს და ისმის სამართალდამცველების გინება, მოკვლისა და გაუპატიურების მუქარა. ცეცხლაძე ამბობს, რომ მსგავსი იცნიდენტები პროვოკაცია იყო.
„ახლა ხვდებით რამ გამოიწვია აქციის მონაწილეების რეაქცია?“, - ვეფხია კასრაძე ჩაერთო.
ზვიად ცეცხლაძე აგრძელებს: „მიკერძოებულობა იცით რას ჰქვია? ერთ მხარეს რომ ხედავთ და მეორეს არა"
მოწმე, ლაშა გელაშვილი: „ორივეს ვხედავ, მაგრამ მაინტერესებს რას მოჰყვა გინება, მე გინებას კი არ ვამართლებ მაგრამ...".
ადვოკატი აიჰან ჰასანლი:
სპონტანურად თუ იღებდით გადაწყვეტილებას?
მოწმე, ლაშა გელაშვილი: უმეტესად ვარც ოფიცრები და როცა შევხედავთ კანონის ფარგლებს გაცდენილ მოქმედებას, ჩვენც გვიწევს მოქმედება... ადგილზე რა მოხდება მაგის შეფასება ჩვენ თვითონ გვიწევს..
ვახტანგ კაძელაშვილის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ იკითხა: ახლოდან რომ იყოს გადაღებული თქვენი ჩაფხუტი სადმე გამჩნდება ნომერი?
მოწმე: არა
ადვოკატი: მიზეზი რა არის?
მოწმე: გარედან არსად არ არის...
გუჯა ავსაჯანიშვილი შენიშნავს, გუშინ სხვანაირად თქვაო.
ფორუმი