ყველა ნივთმტკიცება დღეს არ გაუხსნიათ. მომდევნო სხდომა 23 ივლისს გაიმართება
შემდეგ პაკეტში ნიკოლოზ ჯავახიშვილის სახლის ჩხრეკისას პროკურატურის მიერ ამოღებული ნივთებია დალუქული.
გუჯა ავსაჯანიშვილი აქცენტს აკეთებს გარემოებაზე, რომ„ჩანთაში ალაგია ნივთები და ცალ-ცალკე არაა. ამოიღეს ჩანთა, საქართველოს დროშა, ზურგჩანთა, ბალაკლავა და პლედი.
პროკურორმა ყველა ეს ნივთ ზურგჩანთაში ჩადო და შეკრა.
ყველა ნივთმტკიცებულება სასამართლომ სპეციალურ მწვანე ტომრებში დალუქა.
„საღებავიანი კვერცხებია“, - ამბობს ვაჟა თოდუა და ხსნის კიდევ ერთ დალუქულ პაკეტს.
„მატარებლის ლიანდაგის სუნი აქვს“, - ამბობს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
მოსამართლეს მიუტანეს გახსნილი პაკეტი. მან მომენტალურად უკან დაიხია: „მაპატიეთ, არ შემიძლია“. სუნი ჩვენამდე ანუ აუდიტორიამდე ჯერ არ აღწევს.
გამჭვირვალე პაკეტში ჩანს საღებავისგან დასვრილი კვერცხების რამდენიმე შეკვრა.
პროკურატურის თქმით, ეს კვერცხები ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.
ზვიად ცეცხლაძის შემდეგ თორნიკე გოშაძის ჯერია. ხსნიან პაკეტს. ეს ნივთებიც გოშაძის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. პროკურორს პარკიდან თანმიმდევრობით ამოაქვს საქართველოს დროშა და წითელი უმკლავებო ზამთრის ჟილეტი.
„ეს დროშა ჩემი პირადია", - ისმის დარბაზში მარიზი კობახიძის ხმა.
ფორუმი