გრძელდება 8 დემონსტრანტის საქმის განხილვა.
სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიტყო. ერთ-ერთმა ადვოკატმა დააგვიანა.
ამ საქმეზე 8 ბრალდებულია: ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ინსაფ ალიევი, ვასილ კაძელაშვილი, თორნიკე გოშაძე, გიორგი გორგაძე.
მათგან სამს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კარსაძესა და ვასილ კაძელაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. არც ერთი ბრალს არ აღიარებს.
„ძალიან მიხარია, დარბაზს სავსეს რომ ვხედავ", - ამბობს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილის რეპლიკა: „ბატონო ნიკოლოზ ეს მოთხოვნაა ხოლმე, რომ დარბაზი იყოს სავსე?!".
„ეს ის შემთხვევაა როცა მთელი დარბაზი ფეხზე ადგომით უნდა შეგვხდეთ ბატონო შოთა“, - ასე მიმართა მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც დარბაზში ყველაზე ბოლოს შემოვიდა.
ასე შევიტყვეთ, რომ სხდომამ ერთი საათის დაგვიანებით სწორედ შოთა თუთბერიძის დაგვიანების გამო დაიწყო.
სხდომა გაიხსნა.
დღევანდელ სხდომას არ ესწრება 21 წლის გიორგი გორგაძე. ის წინა პროცესზე შეუძლოდ გახდა. ადვოკატმა განმარტა, რომ მას ისევ ეშინია ცუდად გახდომის და არჩია არ წამოსულიყო.
ფორუმი