ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი აფასებს: „დადასტურებული არ არის, რომ ეს რაციები მუშაობს, თქვენს საქმეში რაციები სხვა პირისგან არ ყოფილა ამოღებული, რაც არ ადასტურებს კავშირს, რომ სხვა პირიც იყენებდა რაციას".
მეორე პაკეტს ხსნიან, სადაც დევს ჩაფხუტი, ხუთი რაცია, აირწინაღი და სათვალე. ეს ნივთებიც პროკურატურის თქმით, ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.
„აქ გარდა რაციებისა არის თავდაცვითი ხასიათის“, - ამბობს ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე.
„ეს შეფასებითია“, - ამბობს პროკურორი ვაჟა თოდუა
„ისე სუნი აქვს ჰო?", - ამბობს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი. პროკურორს ხელზე უკეთია ლურჯი ხელთათმანი და იღებს ბორჯომის ცარიელ ბოთლებს შიგნით ნაჭრით და ითვლის: ერთი, ორი, სამი - შვიდი უნდა იყოს. ამის შემდეგ იღებენ პლასმასის ბოთლებს, შიგნით ყავისფერი სითხეა. „ნავთობპროდუქტია", - ამბობს ვაჟა თოდუა.
„უსუნეთ იქნებ ღვინოა“, - ხუმრობს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი.
პროკურორ ვაჟა თოდუა ხსნის დალუქულ პაკეტს. იქამდე წაიკითხა, რა წერია გარედან, ანუ რა არის მოთავსებული მასში: 7 ცალი ბოთლი მასში მოთავსებული სითხეებით, მინის ბოთლებით, ნაჭრებით
ფორუმი