მიხეილ ლეჟავას დაკითხვა დასრულდა
იკითხება მოწმე ლაშა გელაშვილი. ის გდდ-ს თანამშრომელია. ჯგუფური ძალადობის ორივე საქმეზეა დაზარალებული.
მეორე საქმეზე, სადაც 11 აქციის დემონტრანტია ბრალდებული, ის უკვე დაიკითხა.
ლაშა გელაშვილი პროკურატურის კითხვებს პასუხობს:
„დაზიანება მივიღე 30 ნოემბერს აქციაზე, პარლამენტის შენობის წინ ხდებოდა... 8-9 საათისკენ მივედით პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე. სამმართველო იყო ჩვენი გამოძახებული და მივედით შიდა პერიმეტრის დასაცავად. თავიდან მივედით 9 აპრილის ქუჩიდან და პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე განვთავსდით. პარლამენტის წინ მიდიოდა მშვიდობიანი აქცია, დროთა განმავლობაში გაცდა სამართლებრივ ფარგლებს.... ქვებს ფეიერვერკებს ბოთლებს, ქვიან ბოთლებს ისროდნენ მომიტინგეები... თავიდან პარლამენტის მიმართულებით ისროდნენ. იქ კრიმინალური პოლიცია და საპატრულო იდგა. უკვე როცა საპატრულო და კრიმინალური დაუცველი გახდა, ჩავანაცლეთ. 11-ის ნახევარი იქნებოდა..
ჩვენ მოგვიწია ჩასვლა კიბეებზე, პარლამენტის კიბეებთან ჭიშკარია, გისოსები... ვუყურებთ პარლამენტის წინ, მაგრამ თვალთახედვის არეალი არ გვქონია კრინის გისოსები გვიშლის, სვეტებთან არის... ჩვენ ვიდექით შავ ჭისკართან და ვუყურებდით წინ...მომიტინგეები ამოდიოდნენ რკინის გისოსებზე, სვეტებზე 9 აპრილის მხარეს, ისროდენ ფეიერვერკებს, ასაფეთებელ მოწყობილობებს. ანიშნებდნენ ერთმანეთს დაუმიზნეთ აქ არიან.. ორჯერ ფეიერვერკი გამისკდა, მაგრამ გადავრჩი საბედნიეროდ... ჩემი აღჭურვილობა იყო ფარი, ხელკეტი, რობოკოპი და კასკა. შუაში ვიდექით რკიის გისოსებს ვაკონტროლებდით, მომიტინგეები რომ შემოდიდნენ ვაშინებდით ფარზე ხელკეტის რტყმით.. რკინის გისოსების გაღება უნდოდათ... მომიტინგეების შემოშვება უნდოდათ...
ერთ-ერთი გადმოხტომის დროს, როცა მომიტინგეები ერთმანეთს ანაცვლებდნენ.. ბიჭები... 5-5, 10-10 ერთმანეთს ანაცვლებდნენ... ამას როცა ვხედავდით ფარს ვურტყავდით ხელკეტს და გავბრბოდით, რომ შეგვეშინებინა, ერთ-ერთმა ქვა მესროლა, მომხვდა, გამისრიალდა ფეხი, გავცურდი, თავი დავარტყი, გონს რომ მოვედი ბიჭები დამეხმარნენ, ამიყვანეს ზევით და მორიგე სასწრაფოს მანქანაში ჩავჯექი.. პარლამენტის შენობის შიგნით ავტობუსთან. როცა ამიყვანეს ფეხი მქონდა გასიებული, შარვლის გახდაც ვერ მოვახერხე, გაჭრა მოუწიათ...კოჭის წვივი მქონდა ნაღრძობი, დაჭიმულობა ეწერა[სამედიცინო დასკვნას გულისხმობს], როგორც მახსოვს, რაღაცები იყო გადასაღები, ასე უცებ ვერ თქვეს, ფეხს ვერ ვდგავდი, ფეხს ჰქონდა ზიანი, სახსარს..
თავზე კასკამ გადამარჩინა [კითხვაზე პასუხი - რომ დაეცა თავი ხომ არ დაუზიანდა]".
ლაშა გელაშვილი ამბობს, რომ ქვა მომიტინგეებმა ესროლეს. „თუ ნამდვილად დაუმტკიცდათ რასაც ედავებიან, ერთადერთი სურვილი მაქვს დაისაჯონ კანონის სიმკაცრით“, - აცხადებს ის.
მას არ დაუნახავს ვინ ესროლა, „ისეთი სიბნელე იყო სახეს ვერ დავინახავდი“.
ფორუმი