ბრალდებული ზვიად ცეცხლაძე რთავს ვიდეოს, რომელიც გადაღებულია პარლამენტის უკან. ეს კადრები ონისე ცხადაძის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებებში დევს და ისმის სამართალდამცველების გინება, მოკვლისა და გაუპატიურების მუქარა. ცეცხლაძე ამბობს, რომ მსგავსი იცნიდენტები პროვოკაცია იყო.
„ახლა ხვდებით რამ გამოიწვია აქციის მონაწილეების რეაქცია?“, - ვეფხია კასრაძე ჩაერთო.
ზვიად ცეცხლაძე აგრძელებს: „მიკერძოებულობა იცით რას ჰქვია? ერთ მხარეს რომ ხედავთ და მეორეს არა"
მოწმე, ლაშა გელაშვილი: „ორივეს ვხედავ, მაგრამ მაინტერესებს რას მოჰყვა გინება, მე გინებას კი არ ვამართლებ მაგრამ...".
ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე: ხომ დამიდასტურებთ, რომ რობოკოპების მხრიდან გადაღებული ვიდეოა, რადგან მოქალაქეები ჩანან.
მოწმე: კი ვადასტურებ.
ადვოკატი: იმასაც ხომ დამიდასტურებთ, რომ გესმოდათ როგორ უხამს სიტყვებს იყენებდნენ რობოკოპები?
[პროკურატურა აპროტესტებს, მოსამართლე ადვოკატს ეუბნება დასვას კითხვა]
ადვოკატი: ახლა ხომ მოისმინეთ რობოკოპის მხრიდან გინება?
მოწმე: კი ვადასტურებ
ვეფხია კასრაძე ეკითხება გდდ-ს თანამშრომელს: რის საფუძველზე მიგიღეს ამ სამსახურში?
- საფუძველი ასე არა, მე თვითონ მინდოდა სამსახურის დაწყება, რაც იყო ნორმატივები ჩავაბარებ
- ეს ისეთი სამსახურია, ალბათ მისი არსი არ გესმით, იურიდიულ განათლებას ითხოვს?
- გასამხედროებულია, საჭიროა რა
- თქვენ თუ გაიარეთ ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური შემოწმება
- კი გავლილი მაქვს და ჩაბარებული
- რა ექცეოდა ყურადღება ფიზიკურ მონაცემებს თუ... ეს იმდენად საპასუხისმგებლო სამსახურია, უწევს საოკუპაციო ზოლთან მუშაობა.... ეს კითხვა გამიჩდა იმიტომ, რომ თქვენი საუბრისას დავინახე რომ მხარე გიჭირავთ, თქვენ მხარე არ უნდა გეჭიროთ, საქართველოს მოქალაქე, თქვენი მოაქალაქეა
- მხარი არ დამიჭერია, ვთქვი, რომ ძალადობის მომხრე არ ვარ, გინდა ადამიანზე გინდა პოლიციელზე
- დიპლომი არ გაქვთ და მეორე კურსზე ხართ, რანაირად ჩააბარეთ თუ იურიდიული განათლება სავალდებულოა?
[პროკურატორის აცილება - არ ეხება საკითხს]
მოწმე: ზოგადად გდდ არ გთხოვს ამას, ჩემთვისაა საჭირო, წინ რომ წავიწიო, მე მინდა, წეღანაც სამსახური არ მიგულისხმია.
ისევ ვეფხია კასრაძე: არ უპასუხია ჩემს კითხვაზეო.
კასრაძე: რას მიაქციეს ყურადღება და რატომ ჩათვალეს რომ შეეფერებოდი?
მოწმე: იმათ კითხეთ, მე არ ვიცი..
ის პოლიციის ლეიტენანტია
ბრალდებულები აგრძელებენ კითხვების დასმას. მოწმე ისევ ლაშა გელაშვილია.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი ეკითხება ლაშა გელაშვილს: რა ქვაც გესროლეს, რა ზომის იყო?
მოწმე: დიდი იყო რა
ჯავახიშვილი: კონკრეტულად?
მოწმე: სადღაც ასე ამხელა და ხელით აჩვენებს
ჯავახიშვილი: ქვის სანტიმეტრი ხომ არ იცით?
მოწმე: ქვა რომ მომხვდა რით გამეზომა იმ მომენტში.. მაგისთვის ნაღდად არ მეცალა
ჯავახიშვილი: ქვა ნივთმტკიცებად ამოიღეს?
მოწმე: არ ვიცი მაგასთან დაკავშირებით
ჯავახიშვილი: გდდ-ს ერთი ჯგუფია თუ რამდენიმე
მოწმე: ჯგუფები ზოგადად ბევრია
ჯავახიშვილი: დაახლოებით..
მოწმე: ჯგუფი რომლის გაინტერესებთ, ჩემი სამმართველო თუ ზოგადად
ჯავახიშვილი:თქვები
მოწმე: სამი განყოფილებაა, რომელსაც სამი ქვეგანყოფილება აქვს.
ჯავახიშვილი: თქვენს ჯგუფში, სადაც მუშაობთ რამდენი კაცია?
მოწმე: ერთ სამმართველოში 90 კაცია, განყოფილებაში 30-3-, ქვეგანყოფილებაში 10-10.
ჯავახიშვილი: 30-იანში ხართ თუ 10-კაციანში?
მოწმე: 90 კაცია სამმართველოში, ერთ განყოფილებაში არის 30 კაცი და არის სამი ქვე განყოფილება, რომელიც 10-10 კაცადაა დაყოფილი.
ჯავახიშვილი: რა ნომერი იყავით, რომ ამბობს გარედაბ არ ჩანდა დაშიგნით ჩანდაო
მოწმე: 36
ჯავახიშვილი: გქონდათ მაიდენტიფიცირებელი ქუდი, უფლებამოსილების გადაჭარბების დროს, რომ იდენტიფიკაციას შეძლებდნენ?
მოწმე: არა
ჯავახიშვილი: რეზინის ტყვიებს თუ იყენებდით?
მოწმე: ჩემი უშუალო აღჭურვილობა იყო ხელჯეტი რობოკოპი და ფარი,, მაგის გარდა არაფერი ყოფილა, გამოდის რომ არ ვიყენებდი
მოწმის მტკიცებით 90 კაციდან არავინ იყენებდა რეზინის ტყვიებს, სხვა დანაყოფებზე ვერაფერს იტყვის.
ჯავახიშვილი: რომ დაზიანდით სისხლი წამოგივიდათ?
მოწმე: არა
ჯავახიშვილი: ვინც საპროტესტო აქციაზე ძალადობდა პრეტენზია გაქვთ ყველას მიმრთ?
[კითხვა აიცილეს]
ჯავახიშვილი: ე.წ. გაზის კაფსულებს ისროდით?
მოწმე: მსგავსი რაღაცა არ ყოფილა,, სხვაგან სად იყო არ ვიცი და ჩემთან არ ყოფილა
ჯავახიშვილი: ე.წ. გაზის კაფსულებს რითი ისროდნენ ეგ ხომ არ იცით?
მოწმე: არა
ადვოკატი: გაზის კაფსულების სროლის კურსი გავლილი გაქვთ?
მოწმე: დიახ.... აქციებზე არ გამისვრია
ჯავახიშვილი: დამაზიანებელი არის თუ არა გაზის კაფსულა ადამიანისთვის?
[პროკურორების პროტესტია - სხვაადასხვა ინვენტარის შეფასება ხომ არ უნდა მოვთხოვოთ? .., კითხვა განრიდებულია]
ჯავახიშვილი: ალკოჰოლზე გამოწმებენ თუ არა
მოწმე: არ გვჭირდება შემოწმება.. ზოგადად ალკოტესტზე ჩვენთა შემოწმება არ ხდება... თანამშრომლები არიან გაფრთხილებული, რომ როცა ალკოტექსტი დაუფიქსირდებათ თანამდებობას ტოვებს
ჯავახიშვილი: შეგამოწმეს თუ არა 30-ში?
მოწმე: საჭირო არ იყო და არც გვამოწმებენ
ერთვება თორნიკე გოშაძე:
ფაქტად დაგვიდასტურებთ რომ აქციაზე გამოსული რობოკოპები არც ერთი არ იყვნენ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ?
მოწმე: რომც ყოფილიყვნენ ვერ შეძლებდნენ იმის გაძლებას, რაც აქციაზე ხდება
ადვოკატი შოთა თუთბერიძე სვამს კითხვას: თქვენ ექსპერტი ხართ ამაში თუ მხოლოდ მოსაზრებაა?
მოწმე: ჩემი მოსაზრებაა
[პროკურორი აცილებას ითხოვს რელევანტური არ არისო]
ფორუმი