Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დასაჯონ, ვინც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო“, - აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს AZAL-ის სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშაში გამართულ „მე-3 მედიაფორუმზე“ განაცხადა,რომ აზერბაიჯანი ახლა სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტებს ამზადებს.

ალიევმა განაცხადა, რომ შვიდი თვის შემდეგაც, მათ რუსი ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მათ იციან რა მოხდა სინამდვილეში და ამის დამტკიცებაც შეუძლიათ.

"აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს მოთხოვნებს უგზავნის, მაგრამ პასუხად მხოლოდ ვიღებთ, რომ „მიმდინარეობს გამოძიება“. ასეთი პოზიცია კონტრპროდუქტიულია... ამას არ დავივიწყებთ. რუსულ მხარეს შევატყობინეთ, რომ ახლა პორტფოლიოს ვამზადებთ, რათა საერთაშორისო სასამართლო სისტემას მივმართოთ ამასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ამას შეიძლება დრო დასჭირდეს... (უკრაინაში რუსების მიერ 2014 წელს ჩამოგდებულ) მალაიზიურ „ბიონგს” 10 წელზე მეტი დასჭირდა. ასე რომ, მოვიცდით 10 წელი, მაგრამ სამართალი მიღწეულ უნდა იქნეს,” - განაცხადა ალიევმა.

2024 წლის 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავი Embraer 190AR, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს. ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მოუბოდიშა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო. 1 თვის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG