Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში დააკავეს კაცი, რომელიც ქალს უთვალთვალებდა და ემუქრებოდა


მამაკაცი ემუქრებოდა ქალის ოჯახის წევრსაც.
მამაკაცი ემუქრებოდა ქალის ოჯახის წევრსაც.

აჭარაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქალს უთვალთვალებდა და ემუქრებოდა - 2001 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი რ.ხ-ს ბრალად ედება ადევნება, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება და გავრცელება და მუქარა. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული ბრალდებული დაზარალებულ ქალს, სისტემატურად უთვალთვალებდა როგორც პირადად, ისე მობილური ტელეფონის საშუალებით მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ბრალდებულმა, ქალის დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით, მისივე პერსონალური მონაცემების გამოყენებით სოციალურ ქსელში ვებგვერდები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოსდა დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა. მამაკაცი ემუქრებოდა ქალის ოჯახის წევრსაც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით, 157-ე მუხლითა და 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG