Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მზადაა გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ახალი ბირთვული მოლაპარაკებებისთვის


ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანთან ბირთვული მოლაპარაკების შემდეგ. ჟენევა, 20 ივნისი, 2025 წელი
ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანთან ბირთვული მოლაპარაკების შემდეგ. ჟენევა, 20 ივნისი, 2025 წელი

როგორც ჩანს, ირანი თანახმაა, მალე გამართოს მოლაპარაკება თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ ე.წ. E3-ის წევრ ქვეყნებთან, იუწყება გერმანიის მედია ირანის ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „თასნიმზე“ დაყრდნობით.

გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან კონსულტაციები ამჟამად ადგილისა და დროის განსაზღვრის მიზნით მიმდინარეობს.

სხვა ცნობების თანახმად, აზრთა პირველი გაცვლა მომავალ კვირას უნდა შედგეს.

ბერლინი, პარიზი და ლონდონი ცოტა ხნის წინ ირანს მკაცრი სანქციების ხელახლა დაწესებით დაემუქრნენ, თუ ამ ზაფხულის ბოლომდე ახალი ბირთვული შეთანხმებისკენ კონკრეტული პროგრესი არ იქნება. მიზანი უნდა იყოს მტკიცე და მდგრადი შეთანხმება, რომლის კონტროლი იქნება შესაძლებელი.

ამ შეთანხმებით, მშვიდობიანი გზით უნდა მიაღწიონ, რომ ირანმა არ შექმნას ბირთვული იარაღი.

ივნისში ისრაელმა და აშშ-მა დაბომბეს ირანის ბირთვულ ობიექტები. გაურკვეველია, რა დონით შეფერხდა ირანის ბირთვული პროგრამის განვითარება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG