Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

⚖️ ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმში ბოლო სასამართლო სხდომები იმართება 🔸 “ქართული ოცნების” მიერ სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიღებული კანონით, ჟურნალისტებს სხდომაზე ფოტოსა და ვიდეოს გადაღება აღარ შეუძლიათ. ეს ლაივბლოგი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა ხდება სხდომაზე

15:35 21.7.2025

14:42 - მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაემშვიდობა მოწმე ნათია ხარატს და მშვიდობა უსურვა.

15:34 21.7.2025

14:35 - პროკურორი შოთა ჩხაიძე დაინტერესდა: მის დასკვნაში დაწერილი არის მისი სუბიექტური მოსაზრება, თუ ეს არის ფაქტი, რომ ირაკლი დგებუაძეს არ განუცდია ტკივილი.

ნათია ხარატი პასუხობს: „დასკვნა ცალსახაა. არ იკვეთება არცერთი გარემოება, რომელითაც გამოიხატება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“.

15:33 21.7.2025

14:23 კითხვების დასმას იწყებს პროკურორი შოთა ჩხაიძე. მან იკითხა, რა ტიპის ექსპერტიზა ჩაატარა ექიმმა ირაკლი დგებუაძის შესახებ.

პროტესტი გამოთქვა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა. მისი თქმით, ამ საკითხზე იმსჯელეს, როცა ეს საკითხი წყედებოდა. პასუხი არ აღმოჩნდა მისაღები პროკურორისთვის.

ნათია ხარატი ამბობს, რომ მან დასკვნაში უპასუხა ადვოკატების დასმულ საკითხს.

ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ „მან უპასუხა დასმულ კითხვას... რა ჰქვია ამ ექსპერტიზას, ეს არ არის ექსპერტის გადასაწყვეტი საკითხი“.

15:32 21.7.2025

14:18 - დაკითხვაში ერთვება პროკურორი თორნიკე გოგეშვილი: მან ჩამოთვალა ის გარემოებები, რის საფუძველზეც ირაკლი დგებუაძის შესახებ დასკვნა მომზადდა. მას აინტერესებს, ექსპერტს ამ დრომდე ჰქონდა თუ არა გამოცდილება, ვიოდეოზე დაყრდნობით გაეანალიზებინა ტკივილი.

ნათია ხარატი ამბობს, რომ მსგავსი დასკვნა არ მოუმზადებია, თუმცა ტკივილის ამსახველ ვიდეორგოლებს იყენებს პაციენტებთან მუშაობის დროს, იმისთვის, რომ სწორად აღიქვას პრობლემა:

„ხშირად მოგვითხოვია საჯარო სივრცეში გადაღებული იმ მომენტის ამსახველი კადრები, როცა პაციენტი ამბობს, რომ განიცხადა ტკივილი“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG