Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

⚖️ ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმში ბოლო სასამართლო სხდომები იმართება 🔸 “ქართული ოცნების” მიერ სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიღებული კანონით, ჟურნალისტებს სხდომაზე ფოტოსა და ვიდეოს გადაღება აღარ შეუძლიათ. ეს ლაივბლოგი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა ხდება სხდომაზე

15:38 21.7.2025

15:15 - სხდომათა დარბაზში ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ მზია ამაღლობელი შემოჰყავთ.

„მზია, გვიყვარხარ! თავისუფლება მზიას“ - ისმის შეძახილები მაშინ, როცა დარბაზში შემოვიდა მოსამართლე ნინო სახელაშვილი.

15:37 21.7.2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა


15:35 21.7.2025

14:43 - სხდომაზე 15:00 საათამდე შესვენება ცხადდება. მზია ამაღლობელი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. კვლავ გაისმა შეძახილები: “თავისუფლება მზიას!”

15:35 21.7.2025

მზია ამაღლობელი მოწმეს ფეხზე მდგომი უსმენდა. ნერვიულობა ეტყობოდა: ბრალდებულებისთვის გამოყოფილ შემინული ოთახის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ნელი ნაბიჯებით დადიოდა, ხანაც ჩერდებოდა და ერთი ხელის თითებს მეორე ხელის გულზე აჭერდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG