მათზე დაყრდნობით გამოცემა დღეს, 22 ივლისს წერს, რომ რუსეთის ქვეითი ძალების დივერსანტების პირველი ჯგუფები პოკროვსკში ჯერ კიდევ 17 ივლისს დააფიქსირეს. წყაროთა თანახმად, მიმდინარეობს დივერსანტების ლიკვიდაცია.
უკრაინული ანალიტიკური პროექტი Deep State 21 ივლისს, საღამოს იუწყებოდა, რომ მოწინააღმდეგემ პოკროვსკში შესაღწევად ისარგებლა იმ გარემოებებით, რომ ადგილზე არსებული ვითარება არასწორად იყო შეფასებული, უკრაინის ერთ-ერთი ბრიგადა კი ქვეითების გარეშე დარჩა და სიტუაციის გამოსწორება და კატასტროფის აღკვეთა მოუწიათ 155-ე და 68-ე ბრიგადებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ კიდევ 18 ივლისს აცნობა, რომ რუსი დივერსანტების ჯგუფმა პოკროვსკში შეღწევა სცადა, თუმცა უკრაინის დამცველებმა ჯგუფი გაანადგურეს.
რუსეთი, რომელსაც უკრაინის დონეცკის ოლქი ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს და თავის ტერიტორიად აცხადებს, დიდი ხანია ცდილობს ქალაქ პოკროვსკზე კონტროლის დამყარებას.
პოკროვსკზე გადის უკრაინის თავდაცვის მნიშვნელოვანი ხაზი. პოკროვსკის გავლით მარაგდებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფებიც, რომლებიც დონეცკის ოლქის ქალაქებს, ჩასივ-იარს და კონსტანტინოვკას იცავენ.
ფორუმი