Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. Ан-24 ტიპის თვითმფრინავი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. Ан-24 ტიპის თვითმფრინავი

რუსეთის ამურის ოლქში ჩამოვარდა ავიაკომპანია „ანგარის“ სამგზავრო თვითმფრინავი Ан-24, რომელშიც, წინასწარი ინფორმაციით, 49 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ხაბაროვსკი-ბლაგოვეშჩენსკი-ტინდას რეისს ასრულებდა.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა ქალაქ ტინდას აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში. ამ რაიონში სამძებრო-სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს.

ადგილობრივი დროით დილის ათი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ეკიპაჟმა თვითმფრინავის ცეცხლმოკიდებულ კორპუსს მიაკვლია.

ამურის ოლქის გუბერნატორ ვასილი ორლოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი.

განახლება: 24 ივლისს, დღის მეორე ნახევარში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. გამოძიება განიხილავს კატასტროფის რამდენიმე ვერსიას, მათ შორის თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას და პილოტების შეცდომას. ამურის ოლქში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG