Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აფრიკის“ დასახლებაში პოლიცია აგრძელებს მოქალაქეების დაკავებას


პოლიცია „აფრიკის“ დასახლებაში მოქალაქეების დაკავებას აგრძელებს.
პოლიცია „აფრიკის“ დასახლებაში მოქალაქეების დაკავებას აგრძელებს.

თბილისის გარეუბანში, „აფრიკის“ დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე კვლავ დააკავა. ადგილზე ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირება დღეს დილით დაიწყო, როცა დასახლებაში აღსრულების პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ.

პოლიცია „აფრიკის“ დასახლებაში მოქალაქეების დაკავებას აგრძელებს.
პოლიცია „აფრიკის“ დასახლებაში მოქალაქეების დაკავებას აგრძელებს.

მოქალაქეები დააკავეს დღეს დღის პირველ ნახევარშიც. სავარაუდოდ, დაკავებულია 10-მდე ადამიანი.

როგორც წესი, პოლიციელები ეყრდნობიან ხოლმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამცავს შეუძლია მოქალაქის ადგილზე დაკავება - სასამართლოს კი შეუძლია მას დააკისროს 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ჯარიმა ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.

პოლიცია „აფრიკის“ დასახლებაში მოქალაქეების დაკავებას აგრძელებს.
პოლიცია „აფრიკის“ დასახლებაში მოქალაქეების დაკავებას აგრძელებს.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან ცდილობს დაკავებულთა შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას.

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ გამოსახლება მიმდინარეობს „საფრთხის შემცველი“ კორპუსიდან.

„აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა“, - თქვა კახა კალაძემ და ვიდეომიმართვაში აჩვენა კორპუსი.

აღსრულების პოლიციამ, პოლიციის დახმარებით, აფრიკის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დღეს დილით დაიწყო. ამას მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა.

მაცხოვრებლები მედიასთან ამბობენ, რომ კორპუსი კერძო მესაკუთრისაა, რომელიც, მათი ინფორმაციითვე, ამბობს, რომ შენობა ავარიულია და ის უნდა დაიცალოს. სახელისუფლებო მედიასაშუალებები კი ავრცელებენ იმ მაცხოვრებლების კომენტარებს, რომლებიც თანახმა არიან, დათანხმდნენ მუნიციპალიტეტის შეთავაზებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG