საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ, 27 ივლისს ღამით დაიწყო და 28 ივლისის 04:50 საათამდე გაგრძელდა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დარნიცკის რაიონში დაიჭრა 8 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი. ოთხს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ტკაჩენკოსგან განსხვავებით 5 დაშავებულის შესახებ იუწყებიან კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის ეროვნული პოლიცია.
27 ივლისს, საღამოს რუსული დრონებით შეტევა იყო სუმის ოლქის იუნაკოვსკის რაიონზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა სამგზავრო ავტობუსს. დაიღუპა 3 და დაიჭრა 20 მშვიდობიანი მოქალაქე.
ფორუმი