Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (28/07/2025)

დაიკითხება მთავარი გამომძიებელი, არსენ ღუნაშვილი, მის გარდა მოწმედ პროკურატურამ კიდევ ორი გამომძიებელი მოიყვანა: გიორგი ჯიქია და ნიკოლოზ ალხაზიშვილი

13:22 28.7.2025

კითხვების დასმას აგრძელებს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი.

- ანუ, სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა ფეიერვერკის ჰაერში გასროლა, კი ან არა მიპასუხეთ..

იცილებს პროკურორი კითხვას, ფეიერვერკს ჰაერში ისვრიან, მაგრა გააჩნია, რა მიმართულებით და რა შედეგი აქვსო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა შეაფასონ სხდომაზე კონკრეტული ქმედება დანაშაულია თუ არა. გასაგებია, რომ ადვოკატის მიზანია დაადგინოს, რამდენად იცის მოწმემ სისხლის სამართლის კანონდემბლობა, მაგრამ კითხვა აცილებულ იქნასო.

ადვოკატის თქმით, მას აქვს უფლება შეამოწმოს გამომძიებლის კომპეტენცია.

13:12 28.7.2025

მოწმე პოლიციელის, ლევან ბასილაძის მამა, ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, ქუთაისის საკრებულის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძეა ქართული ოცნებიდან. მან ამ საკითხე მოწმისთვის კითხვის დასმა განიზრახა.

პროკურატურამ აცილება მოითხოვა. ადვოკატმა განმარტა:

„ეს მიუთითებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, ის უნდა იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი, როგორც მოწმე და პოლიციელი. მისი ცინიზმი ბრალდებულების მიმართ და მისი ცდელობა, კითხვეს პასუხი არ გასცეს და ის თქვას, რასაც პროპაგანდა საუბრობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს არის ის მიკერძოებული მოწმე თუ ობიექტური....", - ამბობ შოთა თუთბერიძე.

მოსამართლე აჩერებს, როცა კითხვის განრიდებაზე საუბრობთ ჩარჩოებში ჩაჯექით ისე, რომ შეურაცხმყოფელი არ იყოსო.

„მისი ოჯახი, ვინ არის და რას წარმოადგენს შემხებლობა მოწმესთან არ აქვსო", - თქვა მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა და კითხვა განარიდა.

13:07 28.7.2025

კითხვებს უსვამს მოწმეს ბრალდებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი. მის გვერდით დგას მისი ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი:

- ახსენეთ მამა დავითი და წყნეთს, საიდან გამომდინარე ახსენებთ?

- ვიდეოს შინაარსიდან გამომდინარე

[კითხვები აღარ განმეორდესო, ამბობს მოსამართლე]

- თქვენ ეს ვიდეო ნახეთ?

- დიახ

- როცა მოწმედ მოხვედით, მოსამართლემ გითხრათ ვინმეს ხომ არ იცნობთო ან ინტერესი გაგაჩნიათო[ბრალდებულებს შორის - რ.თ.], არაო და ისიც არ გითქვამთ, მხოლოდ საქმიდან გამომდინარეო

- რამდენადაც მახსენდება ის პასუხი გავეცი, რომ მხოლოდ საქმიდან გამომდინარე მეთქი, მაგალითად თორნიკე გოშაძის სახლი გავჩხრიკე და შემდეგ გამოვკითხე კიდეც.

- რატომ არ თქვით, რომ თორნიკე გოშაძეს საქმიდან გამომდინარე იცნობდით?

- ზუსტად ეგ პასუხი გავეცი, რომ საქმიდან გამომდინარე მქონია შეხება მეთქი.

- რაიმე პრეტენზია გაქვთ ჩვენს მიმართ საქმესთან დაკავშირებით?

- საქმესთან დაკავშირებით რას გულისხმობთ

- სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაგკითხათ?

- არ მახსენდება

- იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ გახსენდებათ?

- არ დავკითხულვარ

- იუთუბზე არის გავრცელებული ვიდეოო, გორგაძეს ვგულისხმობ, ვინ ატვირთაო..

- არასწორად გაიგეთ, ექაუნთის სახელი იყო ვაჟა ასათიანი

- ვიდეო ვინც ატვირთა, მასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ?

- გამოძიების ფარგლებში მე მხოლოდ იდენტიფიკაცია უნდა მომეხდინა

- პირი ჩადის დანაშაულს, ვიღაც ტვირთავს და თქვენ გამომძიებელი არ გაძლევთ უფლებას იდენტიფიცირება მოახდინოთ?

[გაცემული აქვს პასუხი, მოსამართლე ამბობს]

- თქვენ როგორც გამომძიებლისთვის ჰაერში რომ ფეიერვერკი გავისროლე იყო თუ არა დანაშაული? [ფორმულირებას ასწორებს ადვოკატი - თქვენ როგორც გამომძიებელმა, როცა მიდიოდა გამოძიება იცოდით თუ არა რომ ჰაერში ფეიერვერკის გასროლა იყო დასჯადი]

პროკურორი ერევა, შეფასებას ითხოვთო მოწმისგან და განარიდეთო.

- თუ ჰაერში ისროდით და დააზიანებდით პოლიციელს დანაშაულია, თუ არ ისვრიდით პოლიციელის მიმართულებით და საზეიმო ვითარებაში ახალ წელს აღნიშნავ არ არის დანაშაული

- თუ ჰაერში ვისვრი აქციაზე?

[აცილებაა]

12:55 28.7.2025

„კი“ ან „არას“ ფორმატში გვიპასუხეთო დაკითხვის დაწყებამდე ამბობს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი და სვამს კითხვას:

- შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვეს მიერ საგამოძიებო მოქმედებებით, დგინდებოდა თუ არა ყველა ძალადობრივ მოქმედებებს ხელმძღვანელობდა ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი და ვეფხია კასრაძე, დადგინდა თუ არ დადგინდა?

- კონკრეტული გამოძიების მიერ, რა დადგინდება და რა- არა, არ დგინდება გამოძიებისას

- ლექციისთვის არ ვარ აქ, უშუალოდ მისი გამოძიებით თუ დადგინდა ან არ დადგინდა?

ჩაერია პროკურორი, ვაჟა თოდუა: საქმეზე რამდენიმე მტკიცებულება აქვს მოპოვებულიო. ავსაჯანიშვილის თქმით, პროკურორი მოწმეს კითხვის პასუხს კარნახობს.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი მიმართავს პროკურორს, ბევრჯერ გითხარით, როცა შუამდგომლობას აყენებთ, შუამდგომლობა იყოს და არ გამომდინარეობდეს პასუხიო. „ერთი და იგივეს ლაპარაკით დავიღაკე, პროკურორებთან, ადვოკატებთან და მოწმეებთანაც", - ამბობს ის. ადვოკატის კითხვა განრიდებული არაა.

მოწმე: ჩემს მიერ მოპოვებული იყო მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა აღნიშნული

ადვოკატი: თუ დგინდებოდა, მაშინ დამისახელეთ კონკრეტული მტკიცებულება?

პროკურორი იცილებს, მოსამართლე არ აკმაყოფილებს

ადვოკატი: ნიკოლოზ ჯავახიშვილთან მიმართებით, დადგინდა თუ არა, რომ ყველა ის ძალადობრივი მოქმედება, რასაც ის ჩადიოდა ორგანიზდებოდა ცეცხლაძის, კასრაძს და კაძელაშვილის მიერ?

მოწმე: ნიკოლოზ ჯავახიშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები არ ჩამიტარებია....ჩემს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები იყო მნიშვნელოვანი მტიცებულებები, რომლითაც აღნიშნული დგინდებოდა

ადვოკატი: თქვენს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით არ დადგინდა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილის მოქმედებებს აორგანიზებდა ზევით ჩამოთვლილი პიროვნებები? [ამ კითხვას სვამს ადვოკატი, მას შემდეგ, რაც მოწმემ თქვა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია

მოწმე: .... დადგინდა თუ არ დადგინდა შეფასებითია, ჯავახიშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები არ ჩამიტარებია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG