მოსამართლემ დაცვის მხარეს ერთი საათი განუსაზღვრა. კითხვებს სვამს გუჯა ავსაჯანიშვილი, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი.
- ნიკოლოზ ჯავახიშვილის ნაწილში ვიდეომასალა ნახეთ?
- კი
- პირადმა კონტაქტმა, რომ წუთები და წამები გითხრათ, რატომ არ დამიწერეთ პატაკში?
- არ ჩავთვალე საჭიროდ წუთებისა და წამების მითითება
- დაგვიმალე თუ არ დაგვიმალე? შემდეგი კითხვა, თქვენი ჯიდიპასი გაქვთ?
- არა. ჩვენი ექაუნთი გვაქვს და მოგვდის სმს-ი ტელეფონზე
- ხომ იცით, რომ შესვლის და გამოსვლის ისტორიას ინახავს?
- დიახ
- თქვენი ჯიდიპასით სარგებლობდით?
- არ მაქვს
[პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი ერევა, მოუსმინეთ მოწმეს და კითხვები აღარ გექნებათო.]
- ადრე ეგრე იყო, ახლა ჩვეულებრივად მე ჩემი პაროლი და ლოგინი მაქვს. სმს მომდის ტელეფონზე
- ანუ თქვენი ძებნის ისტორიით დადასტურდება, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს შეამოწეთ ჯავახიშვილი?
- რა თქმა უნდა
- ამ ვიდეოზე ჯავახიშვილის გარდა სხვების სახეები ჩანს?
- სხვა პიროვნებებიც იყო, მაგრამ...
- მივიღე პასუხი... რომელიმე მათგანი დაადენტიფიცირეთ?
- მე პირადმა კონტაქტმა მომაწოდა ჯავახიშვილზე ინფორმაცია და ის დავაიდენტიფიცირება.
- ჯავახიშვილის ვიდეოში ასახული პირები, რომლებიც შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას არ ჩადიან, მაგრამ არიან მოწმეები, სცადეთ თუ არა ვინაობის დადგენა?
- სხვა პიროვნებები არ დამიდგენია
- შესაძლო ჯავახიშვილი რამდენ გასროლას ახორციელებს?
- რამდენიმეს, რომ ისროდა დამიზნებით მახსოვს, მაგრამ რამდენი არ მახსოვს. ყველა გასროლა იყო პოლიციის მიმართულებით.
ავსაჯანიშვილმა დაკითხვა დაასრულა.
გიორგი ჯიქიას თქმით, არ აქვს ბრალდებულებთან პირადი ნაცნობობა და არც პირადი ინტერესი აქვს. ის თავისუფალი თხრობით აძლევს ჩვენებას, შემდეგ დაუსვამენ კითხვებს მხარეები. გიორგი ჯიქია პატაკის შემდგენი გამომძიებელია.
„4 დეკემბერს მივმართე პატაკით ჩემს ხელმძღვანელს, რომ პირადი კონტაქტისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი დანაშაულებრივ ქმედებებს ახორციელებდნენ რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა თარიღში".
გამომძიებლის თქმით, პირად კონტაქტს ვოტსაფით ეკონტაქტდა, მან ლინკები გამოუგზავნა. ვიდეოები განთავსებული იყო იუთუბსა და ფეისბუქზე.
„პირადი კონტაქტისგანაა ჩემთვის დანაშაულის ჩადენის თარიღები ცნობილი, მან მითხრა მე.. რა ეცვათ, როგორ და ბაზების გამოყენებით იდენტიფიცირება მოვახდინე".
პროკურორი კითხულობს, როგორ იგებდით ვიდეოზე რომელი იყო ის პირი, რომლის შესახებაც ცნობები პირადმა კონტაქტმა მოგაწოდათო.
მოწმის თქმით, კონტაქტი მიუთითებდა დროს „ამ დროიდან ნახე“, ჩანდა სახე, „ეუბნებოდა სახელსა და გვარს“, შემდეგ ბაზების მეშვეობით იგებდა ვინაობას.
ვაჟა თოდუა ეკითხება, რამდენი ხანია ამ კონტაქტთან გაქვთ კომუნიკაცია და რატომ ენდობითო. არასდროს შეცდომასი არ შევუყვანივარო.
იკითხება საქმის გამომძიებელი გიორგი ჯიქია.
კითხვებს სვამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული, ვეფხია კასრაძე:
- არის თუ არა სამსახურებრივი გულგრილობა თქვენი ქმედება, როცა არ გამოიკვლიეთ ვიდეოს ხმა ავთენტური იყო თუ არა[გულისხმობს ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინააღმდეგ ვიდეოჩანაწერს]? ამ გულგრილობის გამო 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრება, ვინ აგებს პასუხს ამაზე?
[პროკურატურა იცილებს]
- იყო ეს სამსახურებრივი გულგრილობა?
- არა??
- აბა, გამოგრჩათ?
- არა, სამართლებრივი მსჯელობა სჭირდება და არ შემოვალ..
- რით ადასტურებთ? ექსპერტიზა სრულად ხომ არ ჩატარებულა, ხმის ექსპპერტიზა რომ ჩაგეტარებინათ კითხვა ხომ არ გაჩნდებოდა, დანაშაულია, შეცდომაა დაშვებული, რომ ხმის ექსპერტიზა არ ჩატარდა...რატომ არ ჩაატარეთ ექსპერტიზა ხმაზე?
[ვეფხია კასრაძემ წინა სხდომაზეც იკითხა იგივე და მოსამართლემ სწორედ ეს შეახსენა]
- ვალდებული იყო თუ არა ჩაეტარებინა ასე დავსვამ კითხვას.. [შეფასების საშუალება მომეცითო, ამბობს].
მოწმე ბასილაძის დაკითხვა დასრულდა, განცხადებას აკეთებს კასრაძე:
„არასრულყოფილი ექსპერტიზა ჩაატარა, მე არ ვედავები, რომ არ ვჩანვარ. იმასთან დაკავშირებით საუბარი მეკუთვნოდა თუ არა მე, ექსპერტიზა არაა ჩატარებული, არაა დადგენილი ჩანაწერის და საუბრის ავთენტურობა, ვერ ადასტურებენ როდის მოხდა ეს ჩაწერა, ვერც რიცხვს ადასტურებენ, ვერც დროს, საერთოდ, სად მოხდა ვერ ადასტურებენ და თხოვნა მაქვს ეს გაითვალისწინოთ".
ბრალდებულები გოშაძე და ჯავახიშვილი მოსამართლეს უსვამენ კითხვას, როგორ მოვიქცეთ და დავიცვათ თავიო. „მე მეკითხებითო", - ეღიმება მოსამართლეს. „გადასარევი ადვოკატები გყავთ და იმათთან გაიარეთ კონსულტაციაო“.
ფორუმი