ადვოკატი შოთა თუთბერიძე მოითხოვს, მოწმე გიორგი ჯიქიამ პირადი კონტაქტი დაასახელოს. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციიაა. შოთა თუთბერიძის თქმით, მხოლოდ კონფიდენტის ვინაობაა საიდუმლო, მოწმემ კი რამდენჯერმე გაიმეორა, რომ წყარო პირადი კონტაქტია და არა კონფიდენტი.
კითხვებს სვამს შოთა თუთბერიძე:
- ამჟამად რამდენი საქმე გაქვთ, სადაც თქვენი როლია კონფიდენტისგან მოწოდებული ინფორმაციაზე ისაუბროთ? [ მას რეპლიკაც აქვს, რომ ძირითადად გიორგი ჯიქია ამითაა დაკავებული - მივიდეს სასამართლოში და მოყვეს კონფიდენტიც მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელზეც პატაკს წერს]
- არ მახსოვს
- თქვენ რომ გადაამოწმეთ ეს პირები საინფორმაციო ბაზაში, დაშვების კოდი მობილურ ნომერზე მოგდით?
- დიახ, ჩემს ნომერზე მოდის. ჩემთვის ხშირად მოსახმარი ბაზააა, ბევრი წელია ოპერატიული თანამშრომელი ვარ... თუ ბაზა არ გათიშე, ხელახლა კოდი არ მოგდის, მე კონკრეტულ შემთხვევაში ეს ბაზა ამ პირების დასადგენად გამოვიყენე, იმ დროს გახსნილი მქონდა ბააზა თუ შევედი სპეციალურად არ მახსოვს
- ანუ შესაძლებელია სხვა საქმეზე მუშაობდით, იყავით ბაზაზე შესული.. შემახსენეთ რომელი საათი იყო? ღამის სამ საათზე შეიძლება ყოფილიყავით იქ ბაზაში და რაღაცას იძიებდით, ამ დროს დაგირეკათ კონფიდენტმა
- მას არ დაურეკავს, მე მივწერე ჰქონდა თუ არა ამ საქმეზე ინფორმაცია
- ანუ იმ დროს ამ საქმესაც იძიებდით?
- ჩვეულებრივი რეჟიმია ჩემთვის, ოთხ საათზეც მომიძიებია ინფორმაცია.
- ანუ მუშაობდით სხვა საქმეზე გვიან ღამით, გქონდათ სხვა საქმეზე ბაზა გახსნილი და როდის უთხარით ამ პირად კონტაქტს, რომ ეძებდით?
- სამში როცა გამოძიება დაიწყო ჩვენს სამმართველოში მას შემდეგ მე შევეხმიანე ჩემს პირად კონტაქტს, ეს იყო სამში, ათი საათი დაახლოებით და როცა ოთხი რიცხვი შემოვიდა, მივიღე მისგან ინფორმაცია
- უთხარით, თქვენ გააგრძელეთ მუშაობა სხვა საქმეზე და შემდეგ დაგირეკავტ, ამ დროს გქონდათ ბაზა გაზრდილი
- შესაძლოა
- თქვენ მესიჯები და კოდექი წაშლილი გაქვთ ანუ
- მგონი არც ინახავს და ზოგადად ვშლი ხოლმე.
მოწმე აცხადებს, რომ დრო არ ჰქონდა გაერკვია, ვინაობა იმ პირების, ვინც ატვირთეს ვიდეოები. ამასთან იუთუბზე მიწერის საშუალება არაა, ფეისბუქზე კი დაბლოკილი ჰქონდათ გვერდები.
კითხვას უსვამს ადვოკატი რევაზ აჭარაძე:
- რაიმეთი ხომ არ დააოქმეთ, მაგალითად სქრინი გადაიღეთ?
- არა.
კითხვებს სვამს ინსაფ ალიევის ადვოკატი, აიჰან ჰასანლი:
- დაინახეთ რომ ისვრის სპეცრაზმელის მიმართულებით და ვიდეოში ჩანს სპეცრაზმელი?
- დიახ
- ცნობდით სახეზე ალიევს?
- ისნაფ ალიევი, რომ ინსაფ ალიევი იყო მე ვიცოდი... 60 თუ 55 პიროვნების სია იყო, იმ მომენტში ინსაფი ისროდა თუ არა არ ვიცოდი. შემდეგ პირადმა კონტაქტმა მომაწოდა რომ ეს პირი იყო ვიდეოში ინსაფ ალიევი
- ხომ არ გითხრათ საიდან იცნობდა?
- არა.. მითხრა სახელი გვარი, გამომიგზავნა ვიდეო, ვნახე, შევედი ბაზაში და დავადგინე.
მოწმე ამბობს, რომ შეეცადა დაედგინა ის პირები, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეოები ატვირთა და შემდეგ ეს ვიდეოები სანდო კონტაქტმა გამოუგზავნა, მაგრამ მათ „ანგარიშები დაბლოკილი ჰქონდათ“. მისივე განცხადებით, როცა ნახა, რომ მოქალაქეები ისროდნენ ქვებს პოლიციელების მიმართულებით, უკვე საჭიროდ ჩათვალა დაეწერა პატაკი და შეეტყობინებინა შესაძლო დანაშაულზე.
ფორუმი