Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (28/07/2025)

დაიკითხება მთავარი გამომძიებელი, არსენ ღუნაშვილი, მის გარდა მოწმედ პროკურატურამ კიდევ ორი გამომძიებელი მოიყვანა: გიორგი ჯიქია და ნიკოლოზ ალხაზიშვილი

15:41 28.7.2025

შესვენება დასრულდა. გამოიძახეს საქმის მთავარი გამომძიებელი, არსენ ხუნაშვილი.

14:33 28.7.2025

გამოცხადდა ნახევარსაათიანი შესვენება.

14:33 28.7.2025

გიორგი ჯიქიას დაკითხვა დასრულდა.

14:30 28.7.2025

პროკურორები ამბობენ, რომ მინისტრის ბრძანებითაა პირადი კონტაქტის საიდუმლო დაცული. ადვოკატი თუთბერიძე მიმართავს ვაჟა თოდუას და მოითხოვს ბრძანების ნომერი დაასახელოს ან მიუთითოს ბრძანებაზე.

„საიდუმლო ინფორმაციაა და ვერ გააჟღერებს“, -ამბობს ვაჟა თოდუა.

მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ კითხვას მოწმემ პასუხი არ გასცეს, იმავე საფუძვლით, რაც პროკურორმა დაასახელა, ანუ არსებობს ბრძანება, რომელიც პირად კონტაქტს საიდუმლო ინფორმაციად მიიჩნევს. „კითხვაზე პასუხი სასამართლომ მიიღოო", - ამბობს მჭედლიშვილი.

განცხადებას აკეთებს გუჯა ავსაჯანიშვილი და ისევ მოითხოვს, რომ პროკურორმა დაასახელოს მინისტრის ბრძანება და მუხლი, რომლითაც ისარგებლა სასამართლომ, რომელზეც დაცვა ამბობს, რომ არ არსებობს და ბრალდება ამტკიცებს რომ არსებობს, სასამართლოსთვის ცნობილია ეს საიდუმლო ბრძანება?.

აგრძელებს შოთა თუთბერიძე და მიმართავს მოსამართლეს: ეს დასაბუთება იმაზე უსამართლო და დაუსაბუთებელი შეიძლება იყოს, ვიდრე ის რა გადაწყვეტილებასაც ამ საქმეზე მიიღებთო; დაეხმარეთ მოწმეს თავის დაძვრენაში და ბრძანება თქვენ არ გაქვთ ნანახიო.

„ამ ბრძანების არსებობა არარასებობა ეჭვის ქვეშ დგას და ეს მაინც უნდა დაგედგინათ... მომეჩვენა, რომ ხმას დაუწიეთ განმარტების დროს, ვერც დაასახელეთ ნორმა, რომელიც ამ ბრძანების არსებობას დაადასტურებდა. ეს არის დიდი რედფლეგი. თქვენ დაუშვით ახლა, რომ ვიღაცას რომ დაიჭერენ, პროკურატურა იტყვის საიდუმლო ბრძანება არსებობსო", - ამთავრებს შოთა თუთბერიძე და მოწმე გიორგი ჯიქიას მიმართავს, თქვენ ფიცი გაქვთ დადებული და ვწუხვარ თავი რაშიც ჩაიგდეთო".

მოწმე იღიმის.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG