მოსამართლე იგივეს იმეორებს, რაც მანამდე თქვა, შემდგომ უნდა შევაფასოთ, ახლა ვერაო.
კარგიო, ეთანხმება შოთა თუთბრიძე და მოითხოვს ჩამოიტანონ ვიდეო, აინტერესებს, სად მოისმინა ის, რასაც მოწმე მოჰყვება.
აგრძელებს მოწმე:
„14-წუთიანი ვიდეო, რაზეც ადვოკატები საუბრობენ არის ინფორმაციული. ზვიად ცეცხლაძე თანხმლებ პირთან ერთად საუბრობს უწყვეტ რეჟიმში, ეს ვიდეო გადმოვწერე და ჩავწერე დისკზე, ვინახავ ყველა ვიდეოს ერთად ფლეშმეხსიერების ბარათზე, გთხოვთ, მომცეთ საშუალება ეს ვიდეო ჩავრთო და ერთად მოვუსმინოთ".
[ადვოკატები იცინიან]
გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, ერთი და იგივე ვიდეო რომ არის, ბატონ არსენს არანაირი მტკიცებულება არ აქვს ამის დაასადასტურებლადო.
როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ მთავარ ვიდეომტკიცებულებას, რომელიც სასამართლოზე უნდა გამოიკვლიონ ხმა არ აქვს, ბრალდების მხარემ მოიფიქრა გზა - არსენ ხუნაშვილმა მოიტანა ჩიპზე ჩაწერილი ეს ვიდეო და ითხოვს მის ჩართვას.
შოთა თუთბერიძე: „ჯიბიდან ფლეშის გამოძრობა და კომპიუტერზე შეერთება... ეს ვიდეო არ არის მხარეებთან გაცვლილი, მისი წარმომავლობა უცნობია... ახლა ვმსჯელობთ იმაზე, რომ მოწმის სახით მოსულა ადამიანმა ჯიბიდან ამოიღოს ფლეშკა და ვიდეო ჩართოს?
პროკურორი: არ აქვს ამის უფლება? სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი წაიკითხეს.....[კითხულობს] არა ბატონო ვაჟა, ამას თქვენ ახლა აქ ვერ გაატარებთ.... რაც შეეხება აუდიოვიდეო ჩანაწერს, წარმოიდგინეთ დაცვის მხარე რომ მოვიდეს და თქვას, მე ახალი მტკიცებულება მომაქვსო"
მოსამართლე: მტკიცებულების სახით ვიკვლეთ ახლა?
აგრძელებს საქმის წარმმართველი გამომძიებელი, როგორც მას მოსამართლემ უწოდა:
„მეორე ვიდეო არის ფეისბუქი[ზვიად ცეცხლაძის ეპიზოდია], რომელიც არის ინტერვიუ და მესამე არის მართლაც 14-წუთიანი ვიდეო, სადაც ზვიად ცეცხლაძე უთითებს, როგორ გაუწიონ პოლიციას წინააღმდეგობა".
განრიდება აქვს შოთა თუთბერიძეს. მოწმე ცდილობს სასამართლოში მოყვეს საქმის გარეთ არსებულ ვიდეოში, რა ნახაო. თქვენ განარიდეთ კითხვა, როცა ვეკითხებოდით რაღაც თუ უნახავთ ამ პროცესის მიღმა...მოწმე საუბრობს იმაზე, რაც საქმეში არ გვაქვს".
მოსამართლე ამბობს, რომ შუამდგომლობას კი არა, განცხადებას დაარქმევდა მის გამოსვლას... ერევა პროკურორი ვაჟა თოდუა. მისი თქმით, გამომძიებელს დეტალურად აქვს დათვალიერების ოქმში აღწერილი 14-წუთიანი ვიდეო და ის გარემოეებები, რაც იქ იყო გაჯღერებული.
სად არის ეს ვიდეოო, კითხულობს შოთა თუთბერიძე.[საქმეში დევს ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, შესაბამისად ვერ დგინდება ეს ვიდეო დაათვალიერა გამომძიებელმა თუ სხვა ვიდეო - რ.თ.]
პროკურორის თქმით, დათვალიერების ოქმს ლინკიც ახლავს [ ამჟამად ეს ლინკი წაშლილი - რ.თ.]
მოსამართლე განმარტებას აკეთებს: მოწოდებული ინფორმაციის რელევანტურობა მხარეებმა და სასამართომ უნდა შეაფასოს, მოწმეს კი აქვს უფლება ისაუბროს იმ დათვალიერების ოქმის გარშემო, რომელიც თავად შეადგინა და ხელი მოაწერაო.
განრიდებაზე აქვს შუამდგომლობა ადვოკატ, შოთა თუთბერიძეს.
მოსამართლე პასუხობს აცილებას. ირიბია თუ არა მტკიცებულება მოწმის ჩვენებამდე სასამართლო ამ დათქმას ვერ დააყენებსო, ასე რომ იყოს მხარეები ჩემს აცილებას დააყენებენო. „რამდენად რელევანტურია და ავთენტურია ინფორმაცია შემდეგ უნდა შეაფასოს სასამართლომო".
ისევ იმეორებს: „მე ვერ შევაფასებ წინასწარ მოწმე რა ინფორმაცია მომაწვდის".
არსენ ხუნაშვილი ამბობს, რომ არ იცნობს არც ერთ ბრალდებულს, მხოლოდ საგნიდან. იწყებს თავისუფალ თხრობას. ის კრიმინალურ პოლიციაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მუშაობს.
„2024 წლის 3 დეკემბერს დამეწერა დავით ქურდოვანიძის ოპერატიული პატაკი, სადაც 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე აქციაზე განვითარებული დანაშაულებრივი ქმედებები. სხვა პირებთან ერთად პატაკში მოხსენიებული იყვნენ ბრალდებული პირები[ჩამოთვლის მათ სახელებსა და გვარებს - რ.თ]
ჩემს მიერ გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 225 მუხლის, 239 მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მონაწილეობას და აღნიშნული ძალადობისკენ მოწოდებას.
ასევე დამეწერა გიორგი ჯიქიას და შალვა ჯახუას ოპერატიული პატაკები. ჯახუას პატაკში მითითებული იყო ლინკი, რომელ ვიდეოშიც საუბრობდნენ კაძელაშვილი და კასრაძე და განიხილავდნენ, როგორ უნდა შეექნათ საფრტხე სხვადასხვა პირებისთვის. პატაკში ჩამოთვლილი იყო ლინკები, სადაც ბრალდებულები ახორციელებდნენ პოლიციელების მიმართულებით დანაშაულებრივ ქმედებებს. სხვა გამომძიებლებმა, რომლებიც დაიკითხეს, დაათვალიერეს ვიდეო, ჩამოტვირთეს და დანიშნეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. ამის შემდე მივმართეთ პროკურატურას შუამდგომლობით ამ პირების დაკავებასთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ შემოვიდა ზურაბ ჯღარკავას ოპერატიული პატაკი, სადაც მითითებული იყო სხვადასხვა პირები და იქ ეწერა ზვიად ცეცხლაძეც, შესაძლოა სახლში ინახავდნენ აკრძალულ ნივთებს. გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა ჩხრეკა. ჩემს მიერ დათვალიერებული იქნა პატაკში მითითებული ლინკები, სადაც ზვიად ცეცხლაძე, ეს იყო სამი ვიდეო, მოუწოდებდა პირებს როგორ უნდა შეექმნათ საფრთხე პოლიციისთვის, როგორ...."
[აწყვეტინებს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი, რომ მოწმე იკითხება იმ საგამოძიებო მოქმედებებზე რაც ჩაატარა. მისი თქმით, ერთი ვიდეო არ იხსნება, დათვალიერების ოქმში კი ვიდეოს ტექსტი არ არის გადმოტანილი. „თქვენთან მექნება შუამდგომლობა[მოსამართლეს] თქვას ის, რა საგამოძიებო მოქმედებებიც თავად ჩაატარა. 15-წუთიან ვიდეოს ხმა არ აქვს საერთოდ და არ ირთვება... თუ შეგიძლიათ მოწმეს მიუთითოთ ის გარემოება, რომ საგამოძიებო მოწმედებებზე გვესაუბროს", - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი და მოითხოვს მისცენ ოქმი, სადაც ვიდეოს ტექსტი წერიაო. ხუნაშვილი ერევა და ამბობს, რო ჩემი ჩატარებულია ეგ საგამოძიებო მოქმედება და არსებობს ვიდეოს ტექსტიო].
[მოსამართლე აფიქსირებს თავის პოზიციას. მისი თქმით, მეორე ტომში არის დათვალიერების ოქმი, რომელიც არსენ ხუნაშვილმა ჩაატარა. ის განმარტავს, რომ ხელს ვერ შეუშლის მოწმეს დათვალიერების ოქმის ირგვლივ ისაუბრობს]
[ერევა ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე. მესმის რასაც საუბრობთ, აქვს უფლება აღწეროს საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ როცა მის მიერ შესრულებულ საგამოძიებო მოქმედებაზე, რომლის მტკიცებულებაც საქმეში არ გვაქვს, მინიმუმ იმის მიყოლა, რა დაათვალიერა, აზრს მოკლებულიაო.]
[ამათებს გუჯა ავსაჯანიშვილი, რომ მათ გახსნეს დალუქული დისკი და ყველამ ნახა, ვიდეოს ხმა არ ჰქონდა. „ჩვენ დავჯდეთ და ბატონი არსების პოზიციას მოვუსმინოთ, როცა არ მაქვს არც შედარების და არც განჭვრეტადობის უფლება ვფიქრობ არ იქნება რელევანტურიო]
აქ მთავარი ამბავი ზვიად ცეცხლაძის უხმო ვიდეოა.
ფორუმი