სულ მცირე ოთხი ადამიანია მოკლული ნიუ-იორკის ცენტრში, მანჰეტენზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.
მამაკაცი, რომელიც პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც 27 წლის ლას-ვეგასელი შეინ დევონ ტამურა, 28 ივლისს საღამოს შევიდა პარკ-ავენიუზე მდებარე ერთ-ერთ ცათამბჯენში და ვესტიბიულში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ოთხი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
დაჭრილია ერთი ადამიანი, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
ცათამბჯენში, სადაც შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, სხვადასხვა კომპანიის ოფისებთან ერთად მდებარეობს ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ოფისი.
CNN-ი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელს თან ჰქონდა წერილები, რომლებშიც საუბარია პრეტენზიებზე ეროვნული საფეხბურთო ლიგის და თავის ტრავმით გამოწვეული დაავადების მკურნალობის მიმართ.
შეიარაღებული თავდასხმისას მოკლული პოლიციელი წარმოშობით ბანგლადეშელი, 36 წლის დიდარულ ისლამი იყო. მას ორი მცირეწლოვანი ვაჟი და ფეხმძიმე ცოლი დარჩა. მოკლულია კიდევ ორი მამაკაცი და ერთი ქალი.
ფორუმი