ონისე ცხადაძის სიტყვა: „მე გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერი ისე მიდის, რომ ეს ყველაფერი ძაან მალე შეიცვლება ან როცა ყველაფერი შეიცვლება დარჩება ისტორიაში ძალიან ცუდად, არანაირი ინტერესი არ მაქვს რაღაცები რომ შეიცვლება დასჯისკენ მოვუწოდო ქუჩაში ვიღაცების ახალ ადამიანებს, რასაც ვატყობ ამ საქმეში როგორც კი შანსი გექნებათ ეს ყველაფერი უნდა დაასრულოთ ჩვენი და სიმართლის სასარგებლოდ.
ამ ქვეყანაში მოგვიწევს ყველას ცხოვრება და არ შეიძლება ცუდი დამოკიდებულება დაგვრჩეს ერთმანეთთან, იგივეს მოვუწოდებ სხვა პროკურორებსაც და მოსამართლებსაც სხვა საქმეზე, ნაკროტიკები ჩაუდეს ხალხს და საშინელებებს უკეთებენ,
იმედის პროექტს ჰგავს ეს სასამართლო, ვერ გავიგე ვინ ვინ არის.... მგონია, რომ რომელიმე პროკურორებიდან ან თქვენ [მოსამართლეს] თავზე მოიხდის და მაკა ზამბახიძე იქნება.".
სხდომა დასრულდა.
„მე არ ვამბობ, რომ პირდაპირი კავშირი მათ შორის არ დადგენილა, თუმცა ნებისმიერ მათ მოწოდებას შესაძლებელია გავლენა მოეხდინა ბრალდებულებზე, გამომდინარე იქიდან რომ...[არ ასრულებინებს ადვოკატი]", - პასუხობს გამომძიებელი კითხვას, თუ დაადგინა, რომ აქ მყოფი ბრალდებულების ყველა ქმედება დააორგანიზეს ორგანიზების ბრალდებით დაკავებულებმა.
- თუ დაადგინეთ, რომ რევაზ კიკნაძემ ეს მოწოდება ნახა?
- არა
- რევაზ კიკნაძის მობილური ნომერი დავადგინეთ?
- არა
- შესაბამისად გამოძიება არ დაინტერესდა რევაზ კიკნაძის დეტალურებით
- არ გახდა საჭირო, რადგან მობილური ტელეფონები გაცილებით მეტად ინფორმაციულია
- არის თუ არა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ რევაზ კიკნაძე რომელიმე მათგანს თუ იცნობს?
- ვიდეოში ჩანს სხვა ბრალდებულებთან ერთად, კონკრეტული მიმოწერა ამ ეტაოზე არ არის, თუმცა მიდის ექსპერტიზა
- რევაზ კიკნაძე რა ვიდეოშიც თქვენი პოზიციით სხვა ბრალდებულებთან ერთად ჩანს, რომელიც ექსპერტი იძახის რომ გვერდით რომ დგას სხვა ბრალდებულია, თუ თქვენი მოსაზრებაა?
- კონკრეტული ექსპერტიზა არ ჩატარებულა
- გიწერიათ, რომ ორნი ერთად ჩანან სადმე?
- არა დათვალიერების ოქმში არ წერია
- თუ შეგიძლიათ მითხრათ საქმეში რევაზ კიკნაძის ბრალეულობის დასადასტურებლად ვიდეომასალაის გარდა რა მტკიცებულება მოიპოვეთ
[აცილებას ითხოვს პროკურატურა]
-ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეო, მისი დათვალიერება, ოპერატიული პატაკი, მოწმეთა გამოკითხვები
- პატაკს პირდაპირ მტკიცებულებად მივიჩნევთ?
[ეს შეაფასეთ შემდეგ - ამბობს მოსამართლე]
მორიგი კითხვა: პროკურორს ურეკავთ ხოლმე განჩინება მჭირდება უნდა დავაკაოთო, თუ პროკურორი გეუბნებოდათ, რადგან მტკიცებულება გაქვთ, აი განჩინება და დააკავეთ?
- პროკურორებს ვაცნობებდით და თუ იქნებოდა ინფორმაცია, მაგალითად შემოვიდა პატაკი აქ იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, პროკურატურა აკეთებს ამას, რაც შეეხება დაკავებას, შეიკრიბა მტკიცებულებები და გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ.
- კიკნაძის დასაკავებლად როცა მიდიოდა ჯგუფი ინფორმირებული იყავით?
- განჩინება მიცემული მქონდა და რომელზე გავიდნენ არ ვიცი
- განჩინება პროკურატურამ გადმოგცათ?
- არ მახსოვს სავარაუდოდ.
გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, მისთვის განსაზღვრული დრო 10 წუთში იწურება და მოუწოდებს მოსამართლეს, რომ მოიტანოს ვიდეოების დედანი.
მოსამართლე ეუბნება, რომ კომპიუტერში ჩარჩოს ის, რაც თავად აქვს. ადვოკატი დედანს ითხოვს. მოსამართლეს არ მოაქვს დედანი.
ადვოკატი საოქმოდ აფიქსირებს, რომ მას „დედნის გამოკვლევის უფლება არ მისცა სასამართლომ".
ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი: თქვენ როგორც მთავარმა გამომძიებელმა, მოიპოვეთ მტკიცებულება იმის, რომ რევაზ კიკნაძის მოქმედებამ შეუქმნა ვინმეს საფრთხე?
- თუ 31 კაციდან რომელიმე იდგებოდა იმ ადგილას, სადაც რევაზ კიკნაძე აუცილებლად შეუქმნიდა საფრთხეს.
- ხო მეთანხმებით, რომ ჰიპოთეტურად გაეცით პასუხი
- დიახ
ფორუმი