Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/07/2025)

დღეს ჯგუფური ძალადობის საქმეზე ერთი მოწმეა. "ერთი და ყველაზე მთავარიო"- ამბობენ ადვოკატები, ანუ მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი

17:46 29.7.2025

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა თქვა, რომ მზად არის იმუშაოს ექვსი საათის შემდეგ და გადადებენ თუ არა სხდომას თავად გადაწყვიტონ. ეს არის ირიბი პასუხი მოსამართლის უარზე გადაედო სხდომა და მიეცა გუჯა ავსაჯანიშვილისთვის მის დაცვის ქვეშ მყოფთან, რევაზ კიკნაძესთან კონსულტაციის გავლა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დრო განუსაზღვრა გუჯა ავსაჯანიშვილს მოწმის დასაკითხად. იქამდე კი რამდენჯერმე თქვა, რომ ადვოკატის კითხვებზე „ნუ მაფიქრებინებთ, რომ გაჭიანურებას ემსახურებაო".

17:37 29.7.2025

კითხვების დასმას იწყებს ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი. აჩერებს მოსამართლე და გვიან ეუბნება პასუხს იმ მოთხოვნაზე, რაც ადვოკატმა იქამდე დააყენა, კანცელარიიდან დედანი ვიდეოების მოტანაზე და წარდგენაზე.

მოსამართლე ამბობს: „ნუ მაფიქრებინებთ, რომ თქვენი ქმედება გაჭიანურებას ემსახურება".

ის ეკითხება მთავარ გამომძიებელს თუ გამოითხოვა რევაზ კიკნაძის ანგარიში, იქნებ ვინმე ფულს ურიცხავდაო. გამომძიებელი პასუხობს, რომ ძირ საქმეზე ამ დრომდე მიდის გამოძიება. ეს ძირი საქმე 8-პირიანი არ არისო.

„ორგანიზატორების მიმართულებით მიდის გამოძიება, თუ რევაზ კიკნაძე გადაიკვეთება ან გადაკვეთილი იქნებოდა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიდის გამოძიება", - ამბობს მოწმე და ამატებს, რომ „ძირ საქმეზე“ მთავარი გამომძიებელია. ამ საქმეზე გამოძიება 3 დეკემბერსაა დაწყებული. 11 პირზე ცალკე წავიდა ანუ გამოიყო, 8 პირზე ცალკეო - განმარტავს.

გუჯა ავსაჯანიშვილი კითხულობს, პატაკი ძირ საქმეზეა დაწერილი თუ გამოყოფილ საქმეზე და ძირ საქმეზე რომ ხალხია ჩამოთვლილი გამოკითხა, თუ არა. [ძირი საქმე ეს არის გამოძიება, რომელიც დაწყებულია პროკურატურაში გადატრიალების მუხლით და ნახსენებია, ნანუკა ჟორჟოლიანი, დაიტოვე და სხვა ფონდები, რომლებიც მხარს უჭერდნენ პროტესტს და ეხმარებოდნენ აქტივისტებს].

„ამაზე ვერ ვუპასუხებ, რა თქმა უნდაო", - ამბობს გამომძიებელი და ასევე აცხადებს, რომ „მათი ჩვენებები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის საქმეებთან შემხებლობაში არ არიან".

17:27 29.7.2025

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი მოითხოვს სასამართლომ ჩამოიტანოს ყველა დალუქული დისკი, რომელსაც წარუდგენს მოწმეს, რადგან ის მისი თქმით, მთავარი გამომძიებელია.

„ნახევარი საათი გაქვთ იმისთვის, რომ კანცელარიიდან დისკები ჩამოიტანოთ", - ამბობს გუაჯა ავსაჯანიშვილი და ამატებს, რომ ამის უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლზე მიუთითებს. სხვათაშორის სწორედ ამ მუხლის საფუძველზე მოითხოვეს პროკურორებმა იგივე მოწმესთან, მეორე 8-პირიან საქმეზე „ხმიანი მტკიცებულების ჩართვა“, რომელიც არსენ ხუნაშვილი მოიტანა ფლეშკით.

„დაკითხვისას მინდა ვისარგებლო მასალით, მანამდე პირველი ტომით ვისარგებლებ", - თქვა ადვოკატმა.

17:24 29.7.2025

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ითხოვს დაკითხვის გადადებას. ის რევაზ კიკნაძის ადვოკატია, რომელიც გაძევებულია სხდომიდან და სურს მასთან კონსულტაციები გაიაროს, მას შემდეგ, რაც არსენ ხუნაშვილის დაკითხვას უსმინა.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ პროკურორებთან კონსულტაციით მისთვის ცნობილია, რომ ბრალდების მხარე მოწმეების ნაწილში „თითქმის ბოლოშია გასული“.

პროკურორები გადადებას ეწინააღმდეგებიან. არის თუ არა ბოლო მოწმე არსენ ხუნაშვილი ამას, ვაჟა თოდუას თქმით, მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ იტყვიან. მოითხოვენ, რომ გადადება არ დაკმაყოფილდეს, რადგან „გაჭიანურებას ემსახურებაო".

მოსამართლე დაეთანხმა პროკურორებს და არ გადადო სხდომა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG