Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/07/2025)

დღეს ჯგუფური ძალადობის საქმეზე ერთი მოწმეა. "ერთი და ყველაზე მთავარიო"- ამბობენ ადვოკატები, ანუ მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი

15:27 29.7.2025

სხდომის განახლების შემდეგ კითხვებს სვამს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი:

- ვინაიდან თქვენ, თქვენი ინიციატივით და იურიდიული განათლებით მიიღეთ გადაწყვეტილება და მიუთითეთ კვალიფიკაცია და შემდეგ გამომძიებლებს აძლევდით დავალებებს და თქვენც ატარებდით საგამოძიებო მოქმედებებს, შემდეგი მსჯელობა ხომ არ გახსენდებათ და ამ მსჯელობით ხომ არ მოქმედებდით:[კითხულობს 2021 წლის 5 ივლისზე დასაბუთებას, სადაც წერია, რატომ ვერ დადგინდა ორგანიზებულობა]

- მე გამოძიების დაწყებისას ვმოქმედებდი სისხლის სამართლის კოდექსით

- თქვენთვის ცნობილი 27-ე მუხლი, ვგულისხმობ ორგანიზებულის განმარტებას, ცნობილია მყარი სტრუქტურა და ა.შ. 2021 წელს თქვენ 225-ე მუხლით გამოძიება ხომ არ დაგიწყიათ?

2021 წლის 5 ივლისის საქმეზე მოწმედ ხომ არ წაიკითხეთ, როგორც გამომძიებელი?

- არა

- თქვენ რაც გამოგიძიებიათ ამ მუხლით პირველია თუ იქამდეც გქონდათ?

- მიმიღია მონაწილეობა საარჩევნო ამბავი იყო, მანქანები დაზიანებული, პასუხისგებაში არავინ მიმიცია... არ მახსოვს შეიძლება მქონდეს 225-ე მუხლით გამოძიებული, ძალიან ბევრი გამომიძიებია, ძალიან ბევრი.

ჩომახაშვილმა დაკითხვა დაასრულა.

14:23 29.7.2025

გამოცხადდა შესვენება. სხდომა 15:00-ზე განახლდება.

14:20 29.7.2025

კითხვებს ისევ ტერიშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი სვამს

სხდომათა დარბაზში ელექტროენერგია გაითიშა.

„მორჩა კინო“, - ისმის დარბაზში.

14:18 29.7.2025

კითხვებს სვამს ონისე ცხადაძის ადვოკატი: ლაშა ცუცქირიძე

- ვისთან ერთადაა ონისე ვიდეოში?

- რამდენიმე ჩანს, ანდრო ჭიჭინაძე ჩანს

- არა, მაგას არ გეკითხებით, ვინმე ახლავს? ვინმესთან კონტაქტი აქვს?

[პროკურატურა აპროტესტებს, პასუხები დაამთავრებინეთო

- ვერ გეტყვით ესაუბრებათ თუ არა ვინმეს, ვერ ვხედავ, შეიძლება ესაუბრება და არ ჩანს

- ვინმემ მიმართულება ხომ არ მისცა?

- არა

- ხომ არ არის თქვენთვის აღქმადი, რა როლი უნდა ჰქონოდა ადგილზე?

- ორგანიზატორი იყო თუ მონაწილე ამას მეკითხებით?

- ნებისმიერი...

[პროკურორი განრიდებას ითხოვს. გამომძიებელს შეფასებას სთხოვენო]

ადვოკატი: სოციალური ქსელით სარგებლობს თუ არა ონისე ცხადაძე?

მოწმე: არ მაქვს ინფორმაცია

- მოსაზრება ხომ არ გქონიათ, დავათვალიერო ამათი სოციალური ქსელი, ინტერესი ხომ არ გამოგიხატავთ?

- მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დავათვალიერებდი, მაგალითად პატაკი.

- თქვენ აღნიშნეთ ასეთი რაღაც, რომ პატარა ვიდეოები იყოო და მეორე გამოთხოვა დიდი ვიდეოებისთვის გავაკეთეო. ერთ-ერთი და მათ შორის არა მხოლოდ თქვენი, თვენი კოლეგების ფარგლებში გამოთხოვილია ეს „გრძელი ვიდეოები", შუამდგომლობა თარიღდება 2025 წლის 21 იანვრით და ითხოვთ განჩინებით გამოითხოვონ სტრატკომიდან სრული ვიდეოჩანაწერები, შესაბამისად განჩინება გაიცა ამ შუამდგომლოის საფუძველზე.. თქვენ თქვენს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებეის ფარგლებში, როცა მიხვედით სტრატკომში, რატომ არ გამოითხოვეთ სრული ვიდეოჩანაწერი, რაზეც იყო გაცემული განჩინება

- ვიდეოპერატორს გადაღებული ჰქონდა 5 საათი, რამდენი ოპერატორიც იყო, გადამრავლებით შეიძლება გამოსულიყო 100 საათი, შეიძლებოდა ტექნიკურად ამის მოხერხება?

- ფიზიკური რესურსის პრობლემა იყო?

- არა ტექნიკურის, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგეძლოთ ნებისმიერ თქვენთაგანს გამოგეთხოვათ... შეუძლებელი იყო 100 საათის გადატანა და გადაწერა, რამდენი ტერაბაიტი დაგჭირდებოდა?

- სტრატკომმა ხელი შეგიშალათ?

- რატომ უნდა შეეშალათ, ვალდებულები იყვნენ შეესრულებინათ... შეუძლებლად ჩაითვალა 100-ზე მეტი საათის გადმოტანა. ერთ ადვოკატთან გაცვლას შეიძლება დასჭირვებოდა ერთი-ორი დღე.

- ფიზიკური რესურსის არ ქონის გამო, თუ ტექნიკური რესურსის არ ქონია გამო?

- შეუძლებელი იქნებოდა გადმოწერა და თქვენთან გაცვლა

- ვინ გადაწყვიტა, რომ შეუძლებელი იყო?

- ყველამ ერთად

- ყველამ ერთად გადაწყვიტეთ არასრულყოფილი კადრები წარმოგედგინათ

- არასრულყოფილი? დანაშაულის შემცველი კადრები მოვიტანეთ

- თქვენ ადვოკატს უთხარით, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მაქვს მიმართვები გადაგზავნილი, თუ გაქვთ ამ სამსახურში გადაგზავნილი ინფორმაცია სპეცრაზმელების მიერ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, ეს იქნება მუქარა თუ ძალადობრივი მოქმედება?

[პროკურორი იცილებს, უკვე თქვა, რომ სრული მასალა, რაც აქააა წარმოდგენილი საგამოძიებო სამსახურის არაერთელ მიაწოდაო]

- სხვა რამეს ვეკითხები, მიმართვის შინარსი მაინტერესებს, იყო თუ არა შინაარსი, რომ სპეცრაზმის მიერ ჩადენილია სავარაუდო ძალადობრივი მოქმედებები

- კითხვა ვერ გავიგე, ახლიდან გამიმეორეთ

- [იმეორებს]

- თქვენი ხელმოწერით არის თუ არა გაგზავნილი შინაარსი, სადაც წერია სავარაუდოდ პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტზე

- შესაძლოა, ამ ფორმით თუ მომთხოვეს დამეწერა

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG