Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/07/2025)

დღეს ჯგუფური ძალადობის საქმეზე ერთი მოწმეა. "ერთი და ყველაზე მთავარიო"- ამბობენ ადვოკატები, ანუ მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი

17:17 29.7.2025

კითხვებს სვამს ლუკა ჯაბუა:

- სახლში ვიყავი, ქუჩაში გავედი, ჩიხში ამიყვანეს წრეში მომიქციეს და მითხრეს, აქ უბანში მანქანებს ტეხავენო და ჩვენ გადაგამოწმებთ თქვენ ხართ თუ არა და გაგიშვებთო. მითხრეს, რომ ვოლტი იყო გამოძახებული შენზე 45 ლარიო ამაზე გამოხვედიო? ისე დაემთხვა, რომ მეც გამოძახებული მქონდა, თქვენი მითითებით იყო თუ არა?

- არ ვიცი.

- დაკავებამდე მირეკავდნენ უცხო ნომრიდან, ვიღაც ქალი მირეკავდა. რუსთაველზე შენი ტელეფონი ვიპოვე შენი ნომერი აწერიაო, თუ გინდა წაიღო, გეტყვი ნომერს და წაიღეო. ხან რუსთაველზე მოვალო, ხან იქაო და ბოლოს მომწერა, შარდენზე ვართ გოგოები შეგვცივდა, მაღაზიაში დავტოვებთო და შეამოწმე ტელეფონი არის თუ არა თქვენიო, იყო თუ არა ეს თქვენი მითითებით?

- პირველად მესმის ლუკა შენგან.

17:17 29.7.2025

კითხვებს სვამს ონისე ცხადაძე:

- როცა ჩემთან იყვნენ მოსულები დასაკავებლად გამუდმენით იღებდნე მითიტებებს პოლიციელები და მაინტეერსებს თქვენ ხომ არ ურეკავდით?

- არ მახსოვს მირზასთან კონტაქტი მქონდა თუ არა

- ხომ არ მიგიციათ მითითება ტექნიკის ამოღებაზე?

- ასეთი მითითება თავიდანვე ჰქონდათ, რაც უნდა ამოეღოთ, ადგილზე გამომძიებელმა უნდა განსაზღვროს, თუ დაზიანებულ და დამტვრეულია იმის ამოღება, რა ვიცი

- ადგილზე ამოიღეს, ჩემი და მამაცემის ტელეფონი და ჩემი ლეპტოპი, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი იყო დადგენა ვისი იყო... მე შემიძლია დღესვე გაგიხსნათ ჩემიტელეფონი და ლეპტოპი, მე თვითონ შევალ ნებისმიერ ჩატში და ვერ ნახავთ ვერანაირ კონტაქტს ე.წ. ორგანიზატორებთან... კავშირს ვერ ნახავთ.... მე ზოგადად ორგანიზების ნაწილში... მთელი დანაშაულიც ხომ მაქედან გამომდინარეობს, რომ ჩემზე გავლენა იქონია... მე არც ერთი ვიდეო ნანახი არ მაქვს, მხოლოდ ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის ვიდეო მაქვს ნანახი იმედზე რამდენიმე წამი.. დანარჩენი ციხეში ვუყურე და იქიდან ვერაფერს ვეღარ გრძნობ...აბსურდია ნახეთ, 11 კაცი, მათ შორის არიან ბავშვები ზრდასრულები, გრძნობთ თ არა პასუხისმგებლობას რომ ამდენი ხანი ციხეში ვართ, ადამიანურად და მორალურად მაინტერესებს

[იცილებენ პროკურორები, საქმის გარემოებებს უნდა ეხებოდესო]

ისევ ონისე: ჩემს საქმეში ჩემზე რა ვიდეოც დევს თუ გახსოვთ

- კი

- რა არის მანდ დანაშაულებრივი მოქმედებები?

- ნივთების სროლა

- რა ნივთების

- არ მახსოვს

- ჯანო არჩაია თუ გახსოვთ რას ისროდა?

- მძიმე საგანს.

[ჯანო არჩაია ერთვება, ეგეთი აქ არაფერია მოტანილიო]

ონისე აგრძელებს: მე არ დამრჩა ცუდი წარმოდგენა თქვენზე, ძალიან კარგი პასუხები მივიღე, კაჩაობა არ დაგიწყიათ. მოგიწოდებთ ადამიანურად დაფიქრდეთ და იგრძნოთ პასუხისმგებლობა, რაც ხდება

17:01 29.7.2025

კითხვებს სვამს ანდრო ჭიჭინაძის მეორე ადოკატი: ნათია კორკოტაძე. პარალელურად ბრალდებულები ონისე ცხადაძე და ირაკლი ქერაშვილი წყალს ვახტანგურად სვამენ და იმიტირებენ, თითქოს სუფრაზე სხედან და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არიან.

16:56 29.7.2025

მიგინეიშვილი: არსებობდა თუ არა პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ ანდრო ჭიჭინაძემ მათ საფრთხე შეუქმნა

მოწმე: დაზარალებულები ამბობდნენ, რომ არ დაუნახავთ ვინ ესროლა და არ გამორიცხავდნენ, რომ რომელიმე ბრალდებული შეიძლება ყოფილიყო

- არ გამორიცხავდნენ, შესაბამისად არ მიუთითებდნენ, რომ ანდრო ჭიჭინაძე იყო.

ასრულებს კითხვებს თორნიკე მიგინეიშვილი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG