Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/07/2025)

დღეს ჯგუფური ძალადობის საქმეზე ერთი მოწმეა. "ერთი და ყველაზე მთავარიო"- ამბობენ ადვოკატები, ანუ მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი

12:46 29.7.2025

მთავარი გამომძიებელი ამბობს, რომ დაკითხა დაზარალებული პოლიციელები, მიმართა შსს - ს სხვადასხვა დეპარტამენტებს, მერიას, პარლამენტს, რათა გაეგო ზარალის ოდენობის შესახებ.

12:52 29.7.2025

კითხვებს სვამს პროკურორი, ვაჟა თოდუა:

- რა ვიდეოები იქნა გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმეზე, დეტალურად, რომ ისაუბროთ?

[ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი აპროტესტებს კითხვას და მიუთითებს, რომ მიმანიშნებელია]

მოწმის პასუხი: „გამომდინარე იქიდან, რომ ვიდეოები ყოფილიყო უფრო მოცულობითი … გამოთხოვილი იქნა ზემოთ ჩამოთვლილი პირების ვიდეო მასალა. ეს განხორციელდა როგორც ჩემი ისე სხვა გამომძიებლების მიერადაც. ამ ჩანაწერებზეც დაინიშნა ჰაბიოსკოპიუირი ექსპერტიზა.

პროკურორი: რა დადგინდა ამ ვიდეო ჩანაწერში? ვინ იყო?

[დაცვის მხარე აპროტესტებს, მიაჩნიათ, რო შინაარსზე არ უნდა დაისვას კითხვები, რადგან ამის შესაფასებლად ვიდეოები გამოიკვლიეს]

12:56 29.7.2025

პროკურორი ეკითხება გამომძიებელს, რატომ გამოითხოვა დამატებით ვიდეოები შსს-ს სტრატკომიდან, როდესაც საქმეში უკვე არსებობდა ვიდეოები [ისინი სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოები იყო]. მოწმე პასუხობს, რომ პატარა ვიდეოები იყო და გადაწყდა უფრო დიდი და ინფორმაციული ვიდეოები გამოეთხოვათ. ამ ვიდეოებზე დაინიშნა სახის ამოსაცნობი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.

13:12 29.7.2025

კითხვებს სვამს გური მირცხულავას და ჯანო არჩაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე:

- თქვენ გამოკითხეთ პატაკის ავტორი[ რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო] დავით ქურდოვანიძე...წყაროდ ის უთითებს მისი პირადი კონტაქტიდან, რამდენიმე დეტალი ვერ ვნახე და დაზუსტება მინდა, რატომ არ დაისვა კითხვა. პირადი კონტაქტის ვინაობას ვერ კითხავდით, მაგრამ ხომ არ გამოგირკვევიათ საიდან გქონდათ 50-მდე პირის პირადი ნომერი და დაბადების წელი

- პოლიციელია და აქვს ბაზაზე წვდომა

- ანუ პირადი ნომრები არ მიუწოდებია კონტაქტს და ქურდოვანიძემ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები?

- რა გამოძიებაზეა საუბარი?... ბაზაში ყველა შესვლაზე ოქმი არ დგება. მე არ შემიძლია გაგცეთ პასუხი ეს ინფორმაცია, როგორ მოიპოვა დავით ქურდოვანიძემ.

- რადგან ეს კაცი გამოკითხეთ. თქვენთვის ეს საინტერესო არ იყო?

- კითხვა დაისვა და თქვა, რომ პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია და შეიძლება პირადმა კონტაქტმა მიაწოდა პირადი ნომრები

- აქ წერია ასეთი რამ: კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს მხარდაჭერას უწევს ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ფონდი და მითითებულია ანგარიშებიც, ეს კონტაქტი კი არა უფრო ძლიერი სტრუქტურა შეიძლება იყოს. ამ ბაზაში ანგარიშის ნომრებიც ინახება?

- შეიძლება, მე არ მაქვს დაშვება, დავით ქურდოვანიძეს აქვს

- თქვენს ოქმში არის ციტატა: „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ორგანიზატორებს კონტაქტზე ჰყავთ პირები, რომლებიც სხვადასხვა დაინტერესების სანაცვლოდ ახორციელებენ კონკრეტულ ქმედებებს", რა დაინტერესება?

- შესაძლოა ფინანსური

- ისევ შესაძლოაზე ვართ?

- რომ ცოდნოდა მიუთითებდა აუცილებლად და ისაუბრებდა ინფორმაცია რომ ჰქონოდა...

- ამასაც დაშვების დონეზე ვამბობთ, შეიძლება კი, შეიძლება არა.

- ამ ადამიანების ორგანიზატორებთან კავშირზე რა მტკიცებულება გაქვთ მოპოვებული?

[პროკურატურა აცილებას ითხოვს, შევთანხმდით მხოლოდ იმაზე უნდა ვკითხოთ, რა საგამოძიებო მოქმედებებიც ჩაატარაო]

[ადვოკატი, ომარ ფურცელაძე განმარტავს, რომ მან დასვა კითხვები მის საგამოძიებო მოქმედებებზე და ახლაც აინტერესებს მისი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში რაიმე მტკიცებულება თუ მოიპოვა]

[აგრძელებს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი, რომ ბრალდების მხარეს სურს თავი აარიდოს ამ კითხვას, რადგან ერთი მტკიცებულებაც არ აქვთ, რომელიც ბრალს დაადასტურებდა]

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG