Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს - გამოძიება „განსაცდელში მიტოვების“ მუხლით დაიწყო


მედიის ცნობით, ის ზეწარში გახვეული მიატოვეს სკოლასთან.
მედიის ცნობით, ის ზეწარში გახვეული მიატოვეს სკოლასთან.

იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა ტელევიზია „მეგა ტვ-მ“ გაავრცელა.

მედიის ცნობით, ზეწარში გახვეული ჩვილი ერთ-ერთი სკოლის ახლოს ნახეს.

ამჟამად ის ქუთაისშია გადაყვანილი.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია „განსაცდელში მიტოვების“ მუხლით.

ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს „დაუხმარებლად იმის მიტოვებას, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება“.

ეს მუხლი ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG