Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდმა ისრაელის მთავრობის ორ მემარჯვენე ექსტრემისტ მინისტრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა


ბეცალელ სმოტრიჩი და იტამარ ბენ-გვირი ისრაელის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, როცა მემარჯვენე მთავრობას უყრიდნენ კენჭს. 29 დეკემბერი, 2022 წელი
ბეცალელ სმოტრიჩი და იტამარ ბენ-გვირი ისრაელის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, როცა მემარჯვენე მთავრობას უყრიდნენ კენჭს. 29 დეკემბერი, 2022 წელი

ნიდერლანდი გახდა ევროკავშირის მეორე ქვეყანა, რომელმაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ისრაელის კაბინეტის ორ მემარჯვენე ექსტრემისტ მინისტრს, ბეცალელ სმოტრიჩსა და იტამარ ბენ-გვირს.
ამასთან, მთავრობამ ჰააგაში გამოაცხადა, რომ ორივე პოლიტიკოსის გვარი უნდა შეიტანონ ევროპის უშიშროების უწყების შენგენის საინფორმაციო სისტემაში, როგორც არასასურველი უცხოელებისა.

ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ფინანსთა მინისტრი სმოტრიჩი და ეროვნული უშიშროების მინისტრი ბენ-გვირი გამოვიდნენ პალესტინელი მოსახლეობის მიმართ ძალადობისკენ წაქეზების მოწოდებით და ასევე ითხოვდნენ პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებების პოლიტიკის გაფართოებას. ამას გარდა, ორივე მინისტრი ღაზის სექტორში ეთნიკურ წმენდას ემხრობა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეო საარმა ისრაელელი მინისტრებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გამო ნიდერლანდის ელჩი გამოიძახა, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც ისრაელის ამ ორ მემარჯვენე ექსტრემისტ პოლიტიკოსს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, სლოვენია იყო.

ასეთი გადაწყვეტილება მანამდე მიიღეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და ნორვეგიამ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG